ბაზრის მიმდინარე დათვური ტრენდი, რომელიც ნოემბერში დაიწყო, Ethereum-ის ყველაზე დიდ ვეშაპებს საერთოდ არ შეეხო. Diar-ის 2018 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს წელიწადი, ვაჭრობაში აქტიურად ჩართული ვეშაპებისთვის, ყველაზე მომგებიანი იყო. Diar-ის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის ვეშაპების კრიპტოაქტივები 80% გაიზარდა.
ნოემბრის ბოლოსთვის რამოდენიმე Ethereum-ის მისამართი თავის ბალანსზე 20 მილიონამდე ETH ფლობდა. ამავე მისამართებზე 2018 წლის დასაწყისში 11 მილიონი, ხოლო 2017 წლის დასაწყისში სულ რაღაც 5 მილიონი ETH იყო.
ანგარიშის თანახმად, მსხვილი მესაკუთრეების აქტივების ზრდა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ინვესტორების მხრიდან ICO-ზე ტოკენებით ვაჭრობის შეწყვეტასთან. ტოკენების უმრავლესობა ETH-ზე იყო მიბმული, რომელიც წლის დასაწყისიდან პოზიციებს თმობდა. წლის განმავლობაში ETH-ის მარაგის ფასი $21 მილიარდიდან $2.3 მილიარდამდე დაეცა. ამასთან, ვეშაპთა მისამართები 30% შემცირდა.
ვეშაპების აქტივების ზრდის მიუხედავათ, მოგების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 90 %) მათ 2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მიიღეს. კვარტალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ვეშაპების ბალანსი 2017 წლიდან უარყოფით შედეგს გვიჩვენებს. თუმცა, 2018 წლის ბოლო კვარტალში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, უარყოფითი ტრენდის შეწყვეტა სავსებით შესაძლებელია, რადგან მესამე კვარტალთან შედარებით, მეოთხე კვარტალი უკვე 270% უფრო მომგებიანი აღმოჩნდა.
მასალების მიხედვით btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
CryptoKitties მოგბეზრდათ? კრიპტოზღარბები შეაგროვეთ
Hedgie (ზღარბები), ასე ეწოდება თამაშს, რომელმაც პრე-სეილ ვერსია სულ ახლახანს გაუშვა. ამიერიდან მოყვარულებს კრიპტოკოლექციონერებისთვის Ethereum-ზე დაფუძნებულ ახალი თამაშით - Hedgie დატკბობა შეუძლიათ.
ვიტალი ბუტერინმა ბაზრის ვარდნის ფონზე 460 მილიონი დოლარი დაკარგა
როგორც ჩანს, Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ინავრის შემდეგ ფასის თითქმის 90%-ით, დღევანდელ არასაიმედო ციფრებამდე შემცირების პერიოდში, ვიტალი ბუტერინმა, 460 მილიონი აშშ დოლარი იზარალა.