გაჭიანურებული დათვური ტრენდის შედეგებმა პირველი ნაყოფი გამოიღო. წინა კვირაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადება Ethereum Classic-ის დეველოპერების ძირითადმა გუნდმა ETCDEV-მ (Ethereum Classic Development Company) გააკეთა.
თავდაპირველი ოფიციალური ვერსია, ბაზრის ძლიერი დაცემის გამო, გუნდის ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ბოლო კვირის განმავლობაში ამ ვერსიას ახალ-ახალი ჭორები და დეტალები შეესხა, რომლებმაც მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი მიზეზები გამოააშკარავეს.
ვერსია პირველი: უიღბლოებო, ჩამოგვცილდით!
ოქტომბრის დასაწყისისთვის პროექტის სახსრები ამოწურული იყო და ETCDEV-ს დამფუძნებელმა იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ სახსრების მოზიდვა კომპანიამ დათვური ბაზრის გამო ვერ შეძლო.
არტამონოვის მტკიცებით, ფინანსური დახმარებისთვის მას DFG-სა და ETC Labs-ისთვის მიმართვა მოუწია. მაგრამ, DFG -ის წარმომადგენლისათვის Krykoder-თან ადმინისტრაციული წვდომის დაშვების შემდეგ, გუნდის წვდომა გაუქმდა, და ასევე ყველა პროექტი დაკოპირებული აღმოჩნდა. ფაქტიურად, გუნდმა კოდზე კონტროლი დაკარგა.
ვერსია მეორე: „რეიდერული დაპყრობა“
ინფორმაციულ დაპყრობას, ETC Labs-ის ხელმძღვანელობით მუშაობის გაგრძელების წინადადება მოჰყვა. არტამონოვის მტკიცებით, ETC Labs-ი და DFG-ი დიდი ხანია უმიზნებდნენ პროექტის წამყვანი დეველოპერების პოზიციებს და ETCDEV-ს სირთულეები გუნდის სრული შემადგენლობით გადაბირების და ლიდერული პოზიციების გამყარების შესაძლებლობად აღიქვეს.
ვერსია მესამე: ფინანსების არაპროფესიონალური მართვა
ბოლო თვეების მონაცემებით, ETCDEV-ს მმართველი გუნდი დაშორდა პროექტის სხვა მონაწილეებს. მაკინტაირის და არტამონოვის ერთგულება Ethereum Classic-ის იდეოლოგიური პრინციპების მიმართ უფრო და უფრო ფანატიზმის სახეს იღებდა და სწორი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს უშლიდა. აქტივების უმეტესი ნაწილის კრიპტოვალუტაში შენახვა დათვური ბაზრის პირობებში, სერიოზული ფინანსური დანაკარგების მიზეზი გახდა. გუნდის დახურვა, ბევრის აზრით,სწორედ ფინანსების არარაციონალურმა მართვამ გამოიწვია.
ასევე წაიკითხეთ
ვიტალიკ ბუტერინმა $300 000-ის საახალწლო საჩუქრები დაარიგა
ვიტალიკ ბუტერინმა სანტა-კლაუსის ქუდი მოირგო და საახალწლო საჩუქრების დარიგება უკვე დაიწყო. ქსელ Еthereum-ის მომდევნო ვერსიის შექმნაზე მომუშავე სამი სტარტაპის მხარდასაჭერი $300 000 მის ტომარაში უკვე მოიძებნა.
Ethereum-ვეშაპების აქტივები იზრდება
ბაზრის მიმდინარე დათვური ტრენდი, რომელიც ნოემბერში დაიწყო, Ethereum-ის ყველაზე დიდ ვეშაპებს საერთოდ არ შეეხო. Diar-ის 2018 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს წელიწადი, ვაჭრობაში აქტიურად ჩართული ვეშაპებისთვის, ყველაზე მომგებიანი იყო. Diar-ის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის ვეშაპების კრიპტოაქტივები 80% გაიზარდა.