წინა კვირას პოლონეთის პოლიციამ კომპანია DasCoin-ის საკუთრებაში არსებული $11.6 მილიონი ამოიღო. პოლონეთის ხელისუფლებამ კომპანიის მონიტორინგი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანია DasCoin-ი თაღლითური სქემების დახმარებით ხალხს ატყუებდა და ყალბ ტოკენებს ყიდიდა, რითაც ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს არღვევდა.
ეროვნული პროკურატურის პრეს-მდივნის ევა ბიალიკის სიტყვების თანახმად, ამ ეტაპზე გამომძიებლები იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც პონცის კლასიკური სქემა გამოიყენა, ბრალდებას ამზადებენ. პოლონეთის ძალოვანი სტრუქტურები DasCoin-ის ოპერაციის მასშტაბების დაზუსტებას ჯერ კიდევ ცდილობენ. გარდა ამისა, უცნობია, რა ბედი ეწევა ამოღებულ თანხებს და კომპანიის ხელმძღვანელებს.
ამასთან ერთად, ა.წ. მაისში კოლუმბიელმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც ჩრდილო-ამერიკული ფასიანი ქაღალდების ასოციაციის (The North American Securities Administrators Association) მეთვალყურეობის ქვეშ ეწევიან საქმიანობას, კომპანია DasCoin-ს არაკანონიერი ქმედების შეწყვეტის მოთხოვნა შეტყობინების სახით გაუგზავნა.
ორშაბათის მდგომარეობით, DasCoin-ი CoinMarketCap-ის სიაშია, კრიპტოვალუტის ფასი $0.039 შეადგენს, თუმცა კომპანიის კაპიტალიზაცია ნულს უდრის. ვალუტა რამოდენიმე გაცვლით პუნქტშიც იცვლება, მათ შორის CoinFalcon, BTC-Alpha, CoinBene და IDAX-ზე.
ბედის ირონიაა ისიც, რომ DasCoin-მა საკუთარ თავს თავის ვებ-გვერდზე „საიმედო ვალუტის„ სტატუსი მიანიჭა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ა.წ. სექტემბერში მორიგი ფინანსური პირამიდა სახელწოდებით GAW miners-ი გამოაშკარავდა. კომპანიის გენერალურ დირექტორს ჯოშ გარზას 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მისი კომპანია უფრო მეტ მაინინგურ სიმძალვრეს ყიდიდა, ვიდრე განკარგავდა. გარზამ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიას ჯარიმის სახით 9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.
მასალების მიხედვით https://www.ibtimes.com
ასევე წაიკითხეთ
Mt.Gox-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.
გეიმერებმა 3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა გაიტაცეს
ჩიკაგოში გახსნილი სისხლის სამართლის საქმის თანახმად, Call of Duty-ს მოთამაშეთა გუნდის წევრები კომპიუტერების გატეხვასა და $3 მლნ. ღირებულების კრიპტოვალუტის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები. გუნდის ერთი წევრი დოლტონის, ხოლო მეორე კი ბლუმინგტონის მაცხოვრებელია.