ბულგარეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პასპორტების უკანონო გაცემის ბრალდებით, მთავრობის ორი წარმომადგენელი დააკავეს, რომლებიც თავისმხრივ გაწეული უკანონო ქმედებისთვის ქრთამს კრიპტოვალუტაში იღებდნენ.
საქმის მასალების თანახმად, ორივე პირს საზღვარგარეთ მყოფი ბულგარელი მოქალაქეების ეროვნულ სააგენტოში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ. გამოძიების ვარაუდით, 2017 წლის ივლისიდან მოყოლებული, დაკავებული პირები კვირაში საშუალოდ 5-დან 15-მდე ქრთამს იღებდნენ.
ერთ-ერთი მტკიცებით, იმ ადამიანს, რომელიც ჩინოვნიკებისთვის ქრთამის მიცემაზე უარს ამბობდა, საბუთების გაცემას ხელოვნურად უჭიანურებდნენ. ამას ადასტურებეს სხვა მოწმეების ჩვენებებიც - ქრთამის მიცემის გარეშე საჭირო საბუთის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ბრალდების მხარის განმარტებით, თავდაპირველად უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც ბულგარული პასპორტის გაცემაზე უარი უთხრეს, ჩინოვნიკებს ბიტკოინებში ქრთამი შესთავაზა და უმოკლეს დროში პასპორტიც მიიღო. დაცვის მხარე ყველაფერს კატოგორიულად უარყოფს და სათანადო ნივთმტკიცებულებების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას.
საგამოძებო სამსახურმა წაყენებული ბრალის დამტკიცებისთვის, დაკავებული ჩინოვნიკების ბიტკოინების-საფულეების კონფისკაცია მოახდინა.
საქმეის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ (რომელიც ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა) განაცხადა, რომ მან თვეების მანძილზე კრიპტოვალუტაში ქრთამის გადაცემის სქემის შესახებ იცოდა. მეორე მოწმის თქმით, მან ქრთამის სახით 5000 ევრო ბრალდებულებს რამდენიმეჯერ თავად გადასცა.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
TRON Foundation: თანამშრომლობა თუ მზრული სტრატეგია
კრიპტოვალუტის ცნობილი კომპანია TRON Foundation საკუთარი ტოკენის TRON (TRX) წინ წაწევისთვის ყველა საშუალებას იყენებს. Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა, კონტენტის შექმნის, შეთავაზებისა და გადაცემის პლატფორმამ დიდი თევზი დაიჭირა და მისი მეშვეობით ფულის შოვნასაც აპირებს.
Mt.Gox-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ოთხშაბათს, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური გადამცვლელის Mt.Gox-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მარკ კარპელესისთვის, პროკურორებმა 10 წლით თავისუფლების აღვეთის განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.