Shark Pool-ის სახელით ცნობილი ახალი პროექტი, ბიტკოინის ფორკების განადგურებაზე, მათი ქსელის ცარიელი ბლოკებით შევსებაზე და მაინინგისთვის ჯილდოს აღებაზე მიმართული.
კრეიგ რაიტი, ადამიანი რომელიც სატოში ნაკამოტოს როლზე პრეტენზიას აცხადებს, ჯერ კიდევ ჰარდფორკის დაწყებამდე კრიპტობაზრის ჩამონგრევით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელ ფორკში, მაინერები Bitcoin Cash АВС პროექტს დაუჭერენ მხარს. როგორც ჩანს დადგა არაადეკვატური მუქარების პრაქტიკაზე განხორციელების ჟამი. საკუთარი მუქარის რეალურობის დადასტურებისთვის, Bitcoin-ის ფორკებზე შეტევის განხორციელებისთვის BCHSV-ი მაინერები SharkPool მაინინგ პულში გაერთიანდნენ.
საბრძოლო მოქმედების არეში ვითარება მწვავდება.
პორტალი CashPay Solutions-ი, რომლიც კრეიგის Bitcoin Cash SV-ს უჭერს მხარს, იმ ალტკოინების განადგურებით იმუქრება, რომლებმაც საკუთარ თავს Bitcoin-ის სახელწოდება მიანიჭეს, რაც სატოში ნაკამოტოს ორიგინალურ პროტოკოლთან წინააღმდეგობაში მოდის. ტვიტერზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში პულის წევრები ალტოინებზე გამოცხადებულ ნადირობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ალტკოინები რომლებიც ბიტკოინის ქსელში მუდმივად ჩნდებიან, ძირითადი ქსელისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
Shark Pool-ის მაინერებმა უკვე ჩამოაყალიბეს საბრძოლო მოქმედებების სტრატეგია. ისინი ცარიელ ბლოკებს შექმნიან, რომლების ქსელის მუშაობას შეანელებენ და საბოლოო ჯამში მას უსარგებლოს გახდიან. უმეტეს შემთხვევაში, მონეტის ღირებულებაზე ზეგავლენისთვის ცარიელი ბლოკების გამოყენება იშვიათი გარემოებაა. ფულის მარტივი გზით მოპოვებისთვის, ზოგი მაინერი ასეთ ცარიელ ბლოკებს ქსელში ამატებს. მათი ზემოქმედება ქსელზე არც ისე კრიტიკულია, თუმცა მაინერებს მცირე შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.
მცირე კაპიტალიზაციის მონეტებისთვის Shark Pool-ის სტრატეგია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში თუ პული საკუთარ თავზე ჰეშრეიტის უმეტეს ნაწილს აიღებს, ქსელში შექმნილი ახალ მონეტებზე დაპატრონებისთვის ის დიდ შანსებს მიიღებს. სავარაუდოდ, შემდეგი ნაბიჯი საბაზრო კაპიტალიზაციაზე მორიგი დარტყმის მიყენებისთვის მოპოვებული მონეტების BCH გადაქცევა იქნება.
არსებული ინფორმაციით, რაიტის და მისი BCHSV Shark Pool-ის მხარდამჭერები, თავდაპირველად იერიშის მიტანას პირდაპირ Bitcoin Cash ABC-ზე აპირებდნენ. თუმცა მათ გეგმის განხორციელებაში ABC-ს მაღალმა ჰეშრეიტმა შეუშალა ხელი. ამჟამად პულის უმთავრესი მიზანია - Bitcoin Diamond (BCD), Bitcoin Gold (BTG), Bitcoin Private (BTCP) და Bitcoin Interest (BCI).
ამჟამად კრიპტოსაზოგადოება პასიურ რეჟიმშია და კრეიგის პროგრესირებადი სიგიჟეს და მუქარებს ყურადღებით აკვირდება. ამასობაში კი თავად კრეიგი კრიპტობაზარს აქტიურად უტევს და მორიგ გიჟურ სცენარს ათამაშებს. ჩვენ კი მხოლოდ იმას უნდა ველოდოთ თუ როდის გამოფხიზლდებიან კრიპტო-თანამეგობრობის წევრები, მიხვდებიან რომ ყოველივე ეს ბლეფია და სიტუაციის მართვის სათავეებს საკუთარ ხელში აიღებენ.
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთის პოლიციამ DasCoin-ს საქმიანობა აუკრძალა
წინა კვირას პოლონეთის პოლიციამ კომპანია DasCoin-ის საკუთრებაში არსებული $11.6 მილიონი ამოიღო. პოლონეთის ხელისუფლებამ კომპანიის მონიტორინგი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანია DasCoin-ი თაღლითური სქემების დახმარებით ხალხს ატყუებდა და ყალბ ტოკენებს ყიდიდა, რითაც ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს არღვევდა.
ვეშაპებისგან ნიშანია - არააქტიური საფულიდან გადარიცხულია უზარმაზარი თანხა
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.