ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ Bitcoin ტრანზაქციები უკანონო ოპერაციებში მათი გამოყენების არავითარ რისკს არ წარმოადგენს, ან ძალიან მცირე რისკს შეიცავს.
გასულ თვეში სამხრეთ კორეის საფინანსო მომსახურეობის კომისიის ფინანსური ინფორმაციის განყოფილებამ ანგარიში გამოსცა, რომელშიც წერია, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს უფრო ტრადიციული ბანკები ექვემდებარება, ვიდრე კრიპტოვალუტა.
ახლა კი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური ზომების შემმუშავებელი საერთოევროპული ჯგუფის (FATF) კიდევ ერთი ანგარიში ადასტურებს, რომ კრიპტოვალუტები მათი ტერორიზმის დაფინანსებისა ან ფულის გათეთრებისთვის გამოყენების რისკებს არ შეიცავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა თეორიულად შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ის ამჟამად დანაშაულის ზრდას უწყობს ხელს, ძალიან ცოტაა.
დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ იმ კანონების გაუმჯობესებას გეგმავენ, რომლებიც ქვეყანაში კრიპტოვალუტური ბირჟების საქმიანობას არეგულირებს. კრიპტოვალუტურ ბირჟებსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ტრანზაქციების მონიტორინგისთვის ისინი ევროკავშირის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მეხუთე დირექტივის გამოყენებას გეგმავენ.
გასულ კვირას G20 სამიტზე არგენტინაში მსოფლიო ლიდერებმა ციფრული აქტივების რეგულირებაში კოორდინირებული მიდგომების შესახებ მოწოდება გააკეთეს. მომავალი წლის ივნისში FATF უფრო ვრცელი სახელმძღვანელოს გამოცემას გეგმავს, რომელშიც მითითებული იქნება, როგორ უნდა მართონ ქვეყნებმა ციფრული აქტივების ეკოსისტემის ყველა ასპექტი.
მასალების მიხედვით cryptocoinspy.com
ასევე წაიკითხეთ
Kraken: Bitcoin Cash SV-ში ინვესტიცია, დიდ რისკს უკავშირდება
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.
დონალდ ტრამპმა ბიტკოინის მომხრეს თეთრი სახლის აპარატით ხელმძღვანელობა დაავალა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბიტკოინის ცნობილი მომხრე მიკ მალვანი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა. ამჟამად ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ფიგურაა და მის მიმართ თქვენი სიმპათიის თუ სიძულვილის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია უზარმაზარ სარგებელს ნახავს იმისგან, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოენთუზიასტს აშშ-ს პრეზიდენტზე გავლენა ექნება.