თუ თქვენ გაქვთ ბიტკოინები დასახარჯათ, ამის გაკეთება ლონდონის ახალ პაბში სიამოვნებით შეგიძლიათ. კომპანია BrewDog-მა ახალი ობიექტი ლონდონის საქმიან კვარტალ კანერი-უორფზე გახსნა და ამ ბარის სტუმრებს გადახდა ბიტკოინების საშუალებით შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ლუდის ფასი ყოველდღე შეიცვლება ბრიტანეთის წამყვანი საფონდო ბირჟის FTSE 100-ის ინდექსის შესაბამისად. ბარის დახლის თავზე დაკიდებული იქნება ელექტრონული ტაბლო, რომელიც ბოლო დღის ვაჭრობის შედეგებს და ასევე ბიტკოინის ფასთა ცვლილებებს უჩვენებს.
კომპანია BrewDog-ის თანადამფუძვნებელი ჯეიმს უოტი ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიების მომართ მისწრაფებებით. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლუდის შემთხვევაში, გავაკეთეთ ეს ჩვენს ბიზნეს-მოდელთან მიმართებაში. ახლა კი ვაფუძნებთ ლუდისთვის გადახდის ახალ საშუალებას. ჩვენი ბარი კანერი-უორფზე არის საგადასახადო რევოლუციის სიმბოლო!”
საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ კრიპტოვალუტა, ამ დაწესებულებაში ნებისმიერი სხვა ტრადიციული გადახდის საშუალება შეგიძლიათ აირჩიოთ.
ასევე წაიკითხეთ
სამი ყველაზე პოპულარული დეცენტრალიზირებული აპლიკაცია
დღევანდელ დღეს, ტრეიდერებს აღელვების ბევრვი მიზეზი აქვთ. მაგრამ მუდმივი სტრესი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ამიტომ, ხანდახან, უნდა მოვეშვათ და დავისვენოთ - ვიკითხოთ წიგნი, ვუყუროთ ტელევიზორს ან დეცენტრალიზირებული თამაშები ვითამაშოთ, რომლთა პოპულარულობა რეკორდული ტემპებით იზრდება. ამ სტატიაში სამ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას განვიხილავთ, რომლებსაც მოთამაშეთა ყველაზე დიდი ბაზა აქვთ.
ინგლისის ბანკმა დაადგინა თუ რომელი გადახდის ფორმები ურჩევნია მომხმარებელს
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს კრიპტოვალუტურმა ბაზარმა დიდი ზარალი განიცადა, რომელიც წლის ბოლოსკენ მხოლოდ გაიზარდა, ბევრი მაჩვენებელი ისეთი როგორც მაგალითად Google Trend-ი თვალნათლივ ასახავს, რომ კრიპტოვალუტა მსოფლიოში კვლავინდებურად პოპულარულია.