კომპანია Rickner Charles-ის დირექტორმა, უძრავი ქონების აგენტმა რონი რიკნერმა კომპანიის მომსახურების სანაცვლოდ, კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო და ერთ-ერთი კლიენტისგან როჩესტერში 600 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ჰონორარი ბიტკოინებში მიიღო.
ციფრული ვალუტით სარგებლობის შესახებ სხვა აგენტებმაც განაცხადეს. შარშან, კომპანია Go Homes-მა განაცხადა, რომ 350 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონება ბიტკოინების სანაცვლოდ გაყიდა. უძრავი ქონების ზოგიერთი გამქირავებელი ქირის გადასახადს და ავანსს კრიპტოვალუტაში იღებს.
რიკნერის თქმით, მისი შემოთავაზება უნიკალურია, რადგან ის Bitcoin-ის გარდა, Ethereum-ს და Ripple-საც იღებს, რაც კლიენტებს სწრაფი ტრანზაქციების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, არ არის საჭირო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენა, ხოლო უცხოელ მყიდველებს - საკომისიო ნაკლები ექნებათ გადასახდელი. ყველა კრიპტოგადახდა უსაფრთხო „ცივ“ საფულეში იქნება შენახული ან ფიატში კონვერტირებული.
ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რიკნერი ამბობს, რომ კრიპტოსექტორზე ამ ეტაპზე რაიმე საკანონმდებლო აქტი არ ვრცელდება. რინკერი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი ახლო მომავალში მოგვარდება და თავისი კომპანია კანონის დარღვევის გარეშე იმუშავებს.
ჩვენ კანონმდებლობაში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ყურადღებით ვადევნით თვალყურს. გარდა ამისა, რაიმე მომსახურების გაწევამდე, ყველა კლიენტი აუცილებელ შემოწმებას გადის. ჩვენი მიზანია - დარგის უკეთესობისკენ შეცვლა.
რინკერი თვლის, რომ აგენტებმა კონკურენციის გასაწევად ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ და კლიენტები გადახდის საშუალებებში არ უნდა შეიზღუდონ, რათა ისინი ბაზარზე ონლაინ აგენტებმა არ შეავიწროვონ.
მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომსახრების შეთავაზებით და ინოვაციების დანერგვით კლიენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას მივცემთ და მათ ტრადიციული გადახდის საშუალებებით არ შევზღუდავთ.
მასალების მიხედვით propertyindustryeye.com
ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში სოციალური საკრედიტო რეიტინგის დასანერგად ემზადებიან
სოციალური საკრედიტო რეიტინგი, რომელიც არა მხოლოდ იმაზე მოქმედებს, თუ როგორ გექცევიან სხვა ადამიანები, არამედ იმაზეც, რომელ სერვისებთან გაქვთ წვდომა - ზედმეტად გაზვიადებულია, არა? ჩინეთისთვის, რომელიც უტოპიურ იდეას რეალობად აქცევს, ასე არაა.
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.