ყველა ფიქრობს, რომ სატოში ნაკომოტოს ბევრი ბიტკოინი აქვს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ისინი ძალიან ბევრი შეიძლება ბულგარეთის მთავრობასაც ჰქონდეს
ახალი ამბების ერთ-ერთ წყაროში ნათქვამია, რომ ბულგარეთის მთავრობამ ძალიან ბევრი ბიტკოინი დამნაშავეებისგან, უკანონო ქმედებებთან ბრძოლის დროს, მათი ამოიღებით შეაგროვა.
ხსვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, 2017 წლის განმავლობაში დაპატიმრებების სერიის შედეგად, ამოღებულ იქნა 213 519 BTC-ი, მაგრამ მთავრობა ამას უარყოფს. ამ დროისთვის მათი ღირებულება შეადგენს 1,5 მილიარდ აშშ დოლარს. უცნობია, იქნა თუ არა ეს სახსრები გამოყენებული, მაგრამ თუ არა , სახელმწიფოს საკუთარი საგარეო ვალის 25 %-ის დაფარვა 1 დღეში შეუძლია.
შარშან OFFnews-მა შეგვატყობინა, რომ ევროკავშირის უღარიბესი ქვეყანა, ბულგარეთი, უეცრად განძის მფლობელი გახდა, რადგან მაისში, სპეციალური ოპერაციის შედეგად, 210 000 BTC -ის კონფისკაცია მოახდინა. ერთადერთ მესაკუთრედ, რომელსაც თითქმის იგივე მარაგი გააჩნია, როგორც ბულგარეთს, BitFinex -ია, რომლის პორტფელი ამჟამად 163 000 BTC-ს ანუ 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
მასალების მიხედვით euscoop.com
ასევე წაიკითხეთ
პარიზში სწავლის საფასურის გადახდა კრიპტოვალუტით შეიძლება
პარიზის Financia Business School-მა სასწავლო პროგრამაში ფინანსური ტექნოლოგიების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მასტერ კლასები დაამატა. რადგან სტუდენტთა 25 % უცხოელები არიან, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლების შემცირების მიზნით, სასწავლებელმა ბიტკოინებით გადახდის საშუალებებში დაამატა.
ჰაკერმა კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციისგან გამოსასყიდის სახით bitcoin მიიღო
ორგანიზაციამ, რომელიც კანადის მკვიდრ ტომებს წარმოადგენს, გამოსასყიდის სახით ჰაკერს 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა, რათა მის მიერ ორგანიზაციის კუთვნილი დაშიფრული ფაილებისადმი წვდომა დაებრუნებინა.