ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტურ ბაზარზე გადიან, მსხვილი ტრეიდერები მათ გლობალურ ხასიათს თვალყურს ადევნებენ, რათა შესყიდვის ან გაყიდვის მომენტი არ გამოეპაროთ.
როდესაც 2011 და 2016 პერიოდში ოქროს ფასი დაეცა, ბევრი იძახდა, რომ სხვადასხვა მანიპულაციებით მაქსიმუმებიდან თითქმის 1000 აშშ დოლარამდე დააკლეს ფასი. შესაძლებელია თუ არა მსგავსი მანიპულაციებით Bitcoin-ის ფაის გაზრდა?
2017 წელს ბიტკოინი დაახლოებით 1700% მოიმატა. ჩვენ ვთვლით, რომ 2017 წელი უკვე გახდა ინსტიტუციონალური ინვესტორების გასვლის წელი. ამ აქტივზე ვაჭრობა მეტად გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრება, ვიდრე 2017 წელს სპეკულაციური ამოფრქვევა.
ქვემოთ ჩამოვთვლით რამოდენიმე კრიპტოვალუტურ აქტივზე ინსტიტუციონალურ მოთხოვნას.
უპირველეს ყოვლისა - კრიპტო ჰეჯ-ფონდების ჩამოყალიბებაა; ბირჟებს შორის CBOE და CME ფიუჩერსების გაშვება, რაც მსხვილ ტრეიდერებს მისცემს საშუალებას კლირინგზე რეგულატორული კონტროლით პოზიციების ჰეჯირებას; და ძირითადი ბროკერებისთვის, როგორიცაა Cumberland Mining-ი.
ბიტკოინ-ETF-ის რაოდენობა, რომლის უფლებაც SEC-სგან მოითხოვეს, გვანიშნებს ზოგიერთი კომპანიის, ამ კლასის აქტივზე, ფართო აუდიტორიის მოზიდვის სურვილზე
ვინაიდან 2018 წლის იანვარში ზრდა აშკარა გახდა, CME-ზე ფიუჩერსებით ვაჭრობა ფასების ზრდასთან დააკავშირეს. ახლა, როდესაც დათვური ბაზარი შეყოვნდა, ბევრი ელოდება, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ხარულ ბაზარს დააბრუნებენ.
შეძლებს თუ არა კრიპტოვალუტური ბაზრის უკან მობრუნებას კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის გაზრდის და მსხვილი ტრეიდერების მხრიდან ინვესტირების შესაძლებლობის შემთხვევაში?
ეს ბევრი კრიპტოტრეიდერის საერთო იმედია. მათი ჰიპოტეზა იმაში მდგომარეობს, რომ კრიპტოვალუტურ ბაზარზე მოთხოვნა ფასს აამაღლებს. თუმცა, ამ ჰიპოტეზის დიდი იმედი კრიპტო-ტრეიდერებს მაინც და მაინც არ უნდა ჰქონდეთ.
მასალების მიხედვით seekingalpha.com
ასევე წაიკითხეთ
$1 მილიონად შეძენილი ბიტკოინის ოპციონები მალე საერთოდ გაუფასურდება
ოპციონების, რომელიც სავაჭრო პლატფორმა LedgerX-ზე თითქმის $1 მილიონად, შარშან ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულების მიღწევამდე ერთი დღით ადრე, შეძენილი მოქმედების ვადა 2018 წლის 28 დეკემბერს იწურება. იმისთვის, რომ ინვესტორებმა, რომლებიც ბიტკოინის ფასის ღირებულების გაზრდას $50000-მდე ვარაუდობდნენ, მოგება ნახონ, აქტივის ფასმა 1400%-ით უნდა მოიმატოს.
ადამიანი და ბლოკჩეინი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??