კომპანიები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას ეწევიან, ჯგუფი შექმნეს, რომელიც ციფრული ბიზნესის სივრცეში ქცევის კოდექსის შექმნაზე იმუშავებს.
როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, ციფრული აქტივების ასოციაციის ან ADAM-ის (Association for Digital Market Assets) დამფუძნებლები არიან Galaxy Digital, Genesis Global Trading, GSR, Hudson River Trading, Paxos, Symbiont, BitOoda Technologies, BTIG, Cumberland და XBTO.
ეს კომპანიები ერთად მუშაობენ ვაჭრობის, მონაცემთა შენახვის, ქლირინგის და ციფრული აქტივების შეძენის წესებზე, რომლებიც „პროფესიონალიზმის წახალისების და ეთიკური ქცევების დაცვის“ პრინციპებზე იქნება აგებული.
გარდა ამისა, ADAM-ი, მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით, არსებული კანონების და წესების დაცვას და ფინანსური დამკვირვებლების და პოლიტიკოსების ნდობის მოპოვებას გეგმავს.
პირველი შეხედვით - ADAM-ი თვითრეგულირებადი ორგანიზაციაა (SRO), თუმცა მისი თავმჯდომარეს სეტ ლონდონის თქმით, თვითმმართველობა, უახლოეს მომავალში, ასოციაციის მიზანი არ იქნება.
ADAM-მა ჯერ ბაზრის მონაწილეების და მარეგულირებელი ორგანოების ნდობა უნდა დაიმსახუროს, შემდეგ კი - მარეგულირებლებთან და ხელისუფლებასთან SRO-ს სტატუსის მონიჭება განიხილონ. ADAM-ის მიზანია - სხვა SRO-ების შექნისას, ისტორიული პარალელების გავლება და მათი ნაბიჯების გათვალისწინებაა.
ამ ეტაპზე ADAM-ი ბაზრის მონაწილეთა ფართო წრეს მოიცავს: სავაჭრო პლატფორმები, ინვესტორები, აქტივების მმართველები, ტრეიდერები, ლიკვიდურობის პროვაიდერები და ბროკერები. ასევე, მისი მონაწილე არის ყველა ის ფირმა, რომელიც ციფრული აქტივების ბაზარზე მუშაობს ან, კოდექსის შემუშავების შემდეგ, გეგმავს მუშაობას.
უახლოეს პერიოდში, ADAM-ი თავისი ლიდერების დასახელებას და, ასევე ასოციაციის ახალი წევრების მოზიდვას გეგმავს.
გარდა ამისა, ჯგუფი საორგანიზაციო მმართველობის შექმნით არის დაკავებული.
მასალების მიხედვით https://www.coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
უკრაინის პერიფერიამ პირველი კრიპტოდივიდენდები მიიღო
დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე დასახლებაში ელიზავეტოვკა კრიპტოვალუტურ საინვესტიციო პორტფელთან ექსპერიმენტი გრძელდება. დასახლების მოსახლეობას პირველი დივიდენდები უკვე დაერიცხა.
ბანკები VS კრიპტოვალუტა: რევოლუცია გადაიდო
კრიპტოენთუზიასტებსა და კრიპტოვალუტის დეველოპერებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ბლოკჩეინის გამოჩენა საბანკო სისტემის საფლავის ქვად იქცევა. მართლაც ასეა? ერთია მოდური და ხმამაღალი განცხადებები, და მეორეა- მკაცრი რეალობა და საფინანსო სისტემის განვითარების ისტორია. სტატიების ჩვენს ციკლში, ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ ფულის (რომელსაც ახლა ფიატურ ფულს უწოდებენ) წარმოქმნის ისტორია, საბანკო სისტემის განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- ბანკების როლი თანამედროვე მსოფლიოში.