სოციალური ქსელები უკვე დიდი ხანია არსებობენ, თუმცა Facebook-მა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. კრიპტოვალუტამ საგადასახადო ინდუსტრიისთვის მსგავსი რამ გააკეთა. მან ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ერთ სივრცეში დააკავშირა, სადაც ტრანსსაზღვრული გადახდები მარტივად და სწრაფად ხორციელდება
Morgan Greek-ის დამფუძნებელმა და კრიპტოვალუტის დიდმა მხარდამჭერმა, ენტონი პომპლიანომ ტვიტერში სხვადასხვა საკითხის განხილვა გადაწყვიტა, რათა საზოგადოების განწყობა აემაღლებინა, სანამ ბაზარზე დათვები დომინირებდნენ.
მან ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ Facebook-ს შანსი აქვს კრიპტოვალუტურ გარემოში ყველაზე პოპულარული პროდუქტი შექმნას. მსგავსი წინასწარმეტყველებები გაკეთებულია მაიკ დუდასის პოსტის დაფუძველზე, რომელშიც ნათქვამია, რომ Facebook-ს ბლოკჩეინ-გამომგონებლებ აჰყავს სამსახურში. პომპლიანო თვლის, რომ Facebook-ს აქვს ტალანტი, გამოცდილება და უნარი, რაც არცერთ სხვა კომპანიას არ გააჩნია. Facebook-ის პროექტების უმეტესობა მთელ მსოფლიოში ხორციელდება და გიგანტური მასშტაბები გააჩნია.
Facebook Blockchain-ის გუნდს ახლა დევიდ მარკუსი ხელმძღვანელობს, რომელიც Coinbase-ს დირექტორთა საბჭოდან წავიდა. ამგვარად, მისი კრიპტოვალუტასთან მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესოა გავიგოთ, Facebook-ის რომელი პრობლემის გადაჭრას აპირებენ, Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის გამოყენებით.
კრიპტოვალუტის სხვადასხვა შესაძლებობების გათვალისწინებით, მისი ეკონომიკასა და თამაშების თეორიაზე ზეგავლენით, საინტერესო იქნება, თუ როგორ გამოიყენებს Facebook-ი საკუთარ ტოკენს. ერთ-ერთი კარგი მაგალითი ისეთი ჯგუფების მფლობელების კრიპტოვალუტით წახალისება იქნება, რომლებიც 20 000-ზე მეტ ლაიქს აგროვებენ. ეს მომხმარებლებს Facebook-ზე შესაბამისი კონტენტით და მინდვრებით ჯგუფების შექმნის სტიმულირებას კი არა, არამედ კრიპტოვალუტის აღიარებას წაადგება.
Facebook Cryptocurency საფულე, თავისი საკუთარი ტოკენით დაეხმარება ხალხს, სადაც ამომხტარი რეკლამებიდან შეიძენს საქონელს. ამ ეტაპზე მომხმარებელი საკრედიტო ბარათების გამოყენებით 3%-ს იხდის, კრიპტოვალუტის გამოყენებით კი მსგავს არასაჭირო ხარჯებს აიცილებენ თავიდან.
მასალების მიხედვით zerocrypted.com
ასევე წაიკითხეთ
შეძლებენ თუ არა ბანკირები ბიტკოინის ფასის გაზრდას?
ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტურ ბაზარზე გადიან, მსხვილი ტრეიდერები მათ გლობალურ ხასიათს თვალყურს ადევნებენ, რათა შესყიდვის ან გაყიდვის მომენტი არ გამოეპაროთ.
კრიპტით ვაჭრობ? Memento mori!
არავინ იცის, კრიტპოვალუტები რამდენ ხანს გასტანს, თუმცა სავარაუდოდ, ისინი ყველა ჩვენთაგანზე მეტ ხანს იარსებებს. თქვენი სიკვდილის შემდეგ ახლობელი ადამიანებისთვის ციფრული აქტივების გადაცემა არც თუ ისე იოლი პროცესია, იმასთან შედარებით, როგორც ნაღდი ფულის ან საკუთრების ანდერძით გადაცემაა. ანდერძი კონფიდენციალური ინფორმაციის გადასაცემად ვერ გამოდგება.