ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.
კომპანია Animoca Brands-ი ბლოკჩეინ-ვერსიების ამოქმედებას 2019 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
Roller Coaster Tycoon Touch-ი ატრაქციონთა პარკის მართვის პოპულარული თამაშ-სიმულატორია, რომელიც iOS და Android-ზე მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული თამაში 19 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი. 2017 წელს გამოსული Goon Squad -ი ასევე iOS და Android-ზე მუშაობს და მრავალმომხმარებლიანი თამაშია ბანქოს მოყვარულთათვის.
შექმნის ლიცენზიის და თამაშების პუბლიკაციის სანაცვლოდ, Animoca Brands-ი Atari-ს სამომავლო მოგების წინააღმდეგ 250 000 აშშ დოლარის ოდენობის მინიმალურ გარანტიას გადაუხდის. თანხის განაღდება აქციებით მოხდება. შესაბამისად Atari-ი კომპანია Animoca Brands-ის სტრატეგიული აქციონერი გახდება.
მოგების პროცენტს Atari-ს მას შემდეგ გადაუხდიან რაც თამაშებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 500 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კომპანია Animoca-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი თამაშების და სხვა აპლიკაციების შექმნა-გაშვებისთვის იყენებს. ამავდროულად, 1972 წელს დაფუძნებული კომპანოა Atari-ი ვიდეოთამაშების, სათამაშო კონსოლების და პერსონალური კომპიუტერების სფეროში უძველესი ბრენდია.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
რომელი მსოფლიო ვარკსვლავი მდიდრდება კრიპტზე
ვარსკვლავების ცხოვრება ყოველთვის იქცევს ფანების ყურადღებას სპორტული რინგის, გადასაღები მოედნის ან სცენის ფარგლებს მიღმაც.ცნობილმა ადამიანებმა დიდი ხანია ისწავლეს სარგებლის პოვნა კოსმეტიკის და ბრენდული ხაზების რეკლამით. მაგრამ, ბოლო დროის მოდურ მიმდინარეობად Bitcoin-ინვესტიციები იქცნენ.
ინვესტირებისთვის 10 ყველაზე უიღბლო ტოკენი
კრიპტოვალუტების ანალიტიკური საიტი PnChainF-ი თავის მომხმარებელს ბაზარზე არსებული ყველა კრიპტოვალუტის ღირებულების მონაცემეთა თვალყურის დევნას სთავაზობს. მისი მეშვეობით ტრეიდერებს შეუძლიათ ნახონ, თუ რომელი კრიპტოვალუტის ღირებულება დაეცა ყველაზე მეტად მისი მაქსიმალური ნიშნულის მომენტიდან.