ჩინეთის სკოლის ადმინისტრაციის ორი წარომომადგენელი სამუშაო ადგილას Ethereum-ის მაინინგისთვის ელექტრონერგიის მოპარვაში დაადანაშაულეს.
დაკავებულები ქალაქ პუმანის (ხუნანის პროვინცია) საჯარო სკოლის დირექტორი ლეი სია და მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხარჯზე მაინინგით იყვნენ გატაცებულები.
სკოლის დირექტორმა თავისი მაინინგის ბიზნესი ჯერ სახლის პირობებში დაიწყო, მაგრამ უსიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც ელექტრო ენერგიის გადასახადი მოუვიდა. საწარმოო ხარჯების შემცირების მიზნით, დირექტორმა 9 კომპიუტერი სკოლის შენობაში გადაიტანა.
შედეგად, სკოლის ენერგო მოხმარება ივლისიდან ნოებრის ჩათვლით, 2 ჯერ გაიზარდა, ამას დამატებული ინტერნეტ-ქსელის შენელებული მუშაობა. გარდა ამისა, დამონტაჟებული მოწყობილობა სპეციფიკურ ხმაურს გამოსცემდა, დასვენებისს დღეებში და დღესასწაულებზეც, საბოლოო ჯამში, სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებაც მიიქცია.
ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლინდა $2163 ოდენობის ზარალი, რომელიც თავიდან კონდიცირების სისტემასა და მოსწავლეების კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებას აბრალებდნენ. მაინინგის მინი-ფერმის ორგანიზატორი, სამსახურიდან გაათავისუფლეს და ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.
მისი მოადგილე, ვან ზიპინგი, მხოლოდ პარტიული საყვედურითა და მცირე შეშინებით გამოძვრა.
ასევე წაიკითხეთ
მაინინგი გლობალურ დათბობაზე იმოქმედებს
სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიტკოინს საკრედიტო ბარათების მსგავსი ჩქარი ტემპით მიღების შემთხვევაში, 2033 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით აიწევს
CEO $251 მილიონის ღირებულების მაინინგ ფერმის აშენებას გეგმავს
კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც ბიუიტიდან (მონტანა) დასავლეთით დატა ცენტრის მშენებლობას აპირებს, ბიტკოინის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით, რომლის ფასიც $3200-მდე დაეცა, სულაც არ ღელავს. სინამდვილეში, Power BLock Coin LCC თანადამფუძნებელი აარონ ტილტონი თვლის, რომ ფასის ვარდნა ზოგიერთ მაინერს აწყობს კიდევაც.