გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.
ადამიანები, რომლებიც ამ დანართს გამოიყენებენ, Razer Silver-ის ვირტუალური კრედიტებით დასაჩუქრდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს ისარგებლებენ ამ დანართით.
„იმის ნაცვლად, რომ ეს სიმძლავრე და ენერგია ტყუილად გავაცდინოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომპიუტერმა სარგებელი მოგვიტანოს, მაშინაც კი, როცა კლავიატურასთან არ ვზივართ. გარდა ამისა, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ-უბრალოდ SoftMiner-ი გადმოტვირთეთ და თვალი ადევნეთ იმას, დანართი თქვენთვის Razer Silver-ს როგორ გამოიმუშავებს.“- განაცხადა Razer-ის გენერალურმა დირექტორმა.
კომპანია Gamma-მ ბლოკჩეინ-დანართი შეიმუშავა, რომელიც გეიმერების კომპიუტერების უქმად ყოფნის დროს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს. ამგვარად, Gamma-ს ტექნოლოგია Razer- ზე დარეგისტრირებული 50 მილიონზე მეტი გეიმერისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს.
„Soft Miner-ი Razer-ის საზოგადოების წევრებისთვის კრიპტოვალუტების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის საუკეთესო ხერხია, ასევე სანაცვლოდ საინტერესო ჯილდოების მიღების საშუალებაც.“- განაცხადა Gamma-ს გენერალურმა დირექტორმა გაბრიელ შილინგერმა.
გეიმერები SoftMiner-თან მუშაობისთვის ნამდვილ ციფრულ ვალუტას არ მიიღებენ, ამის ნაცვლად ისინი კომპანიის ტოკენებს- Razer Silver-ებს მიიღებენ, რომლებსაც შემდგომში უნიკალურ სათამაშო საგნებსა და Razer Store-ში ფასდაკლებაზე გაცვლიან.
მასალების მიხედვით www.ubergizmo.com
ასევე წაიკითხეთ
მაინინგის გიგანტმა BitFury-მ, პირადი განთავსების ხერხით, 80 მილიონი დოლარი მოიზიდა
კომპანია BitFury-მ დაფინანსების მომდევნო რაუნდში, სახსრების მოცულობის გაზრდით, 80 მილიონი დოლარი, 2014 წლიდან დაწყებული კამპანიის წამოწყებით 170 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ინვესტორებად გამოვიდნენ: მაიკ ნოვოგრაცის კომპანია Galaxy Digital-ი, Macquarie Capital-ი, Dentsu Inc.-ი, Armat Group-ი და სხვები.
ოთხი დღის განმავლობაში მაინერმა მხოლოდ $1.07 გამოიმუშავა
Reddit-ის მომხმარებელმა - „nstran541“-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია WinMiner დახმარებით 4 დღის მანძილზე კრიპტოვალუტის გამომუშავების გზით მისმა შემოსავალმა $1.07 შეადინა. მაინერმა არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა მონეტას გამოიმუშავებდა, მაგრამ უკმაყოფილებას სხვა მომხმარებლებიც იზიარებენ, რადგან ამ ეტაპზე ელექტროენერგიის საფასური ბევრად აღემატება გამომუშავებული კრიპტოვალუტისგან მიღებულ მოგებას და ამის გამო ბევრმა მაინერმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე უარი თქვა.