შვედეთის ცენტრალური ბანკი e-krona პროექტზე მუშაობას აგრელებს. სპეციალური კომისია უკვე წელიწადზე მეტია ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობებს სწავლობს.
ცენტრალური ბანკის (CBDC) ეროვნული ვალუტის შექმნის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, 2017 წლის გაზაფხულზე, Riskbank-მა სპეციალური პროექტი წამოიწყო. თავად პროექტი სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი - ანალიტიკური, წელს დასრულდა, თუმცა რიგი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. გამოქვეყნებულ ანგარიშში შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა Riksbank-ი აღნიშნა:
მიიღებს თუ არა შვედეთი ელექტრონულ კრონას - ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ დროს საჭიროებს, თუმცა პარალელურად ანალიტიკური სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება. მოცემულ სფეროში Riskbank-ის ცოდნის ამაღლება და ელექტრონული კრონის შემოღების შედეგების განსაზღვრა, ტექნიკური ბაზის მომზადება და მისი შემოწმება აუცილებელია.
ელექტრონული კრონის ერთიანი კონცეფციის შემუშავებისთვის, Riskbank-ი საპილოტე პროგრამას სთავაზობს, რომელიც სამომავლოდ ბანკს ელექტრონულ ფულთან მიმართებაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
ბანკის მოსაზრებით საპილოტო პროექტი უნდა მოიცავდეს:
- ელექტრონული კრონის შექმნის ტექნიკურ გადაწყვეტილებას შემუშავებას და პრაქტიკაზე მათ შემოწმებას;
- ელექტრონული კრონის იურიდიული სტატუსის და Riskbank-ის უფლებამოსილების განსაზღვრისთვის მოქმედ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების მომზადების წინადადებას;
- ბრუნვაში ელექტრონული კრონის შემოშების ფინანსური ასპექტების შესწავლას.
პროექტის ავტორების მიერ შემოთავაზებული ციფრული ვალუტა Riskbank-ის ანგარიშებზე შეინახება, რომელთანაც საბანკო ბარათები იქნება დაკავშირებული. კრიპტო-ვალუტური ანგარიშების მართვა ინტერნეტ-ბანკინგის ან მობილურ ტელეფონებში არსებული აპლიკაციების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. პერსპექტივაში e-krona გადახდის მთავარ საშუალებად უნდა იქცეს.
ცენტრალზიირებული ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხში შვედეთს ბევრი მიმდევარი ყავს.
მსოფლიოსსხვადასხვა ეროვნულ და ცენტრალურ ბანკებში IBM-ის მიერ ჩატარებულმა გლობალიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების 38%-ი ელექტრონული ვალუტის შექმნის შესაძლებლობებს აქტიურად სწავლობს. გამოკითხულ რესპოდენტთა უმეტესობა საკითხს დადებითად აფასებს. თუმცა ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული მართვის, რეგულირებისა და არსებულ საფინანსო სისტემაზე მისი მოქმედების შესწავლის ერთიანი სქემა ჯერჯერობით არ არსებობს.
ასევე წაიკითხეთ
ისრაელის ეროვნული ბანკი: საკუთარი კრიპტოვალუტის წარმოება "რეკომენდირებული არ არის”
ისრაელის ცენტრალური ბანკის მმართველის მიერ 2017 წლის ნოემბერში შექმნილი, საკუთაარი კრიპტოვალუტის წარმოების მიზანშეწონილობის დასადგენად, კვლევითმა ჯგუფმა კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
ვენესუელაში ბიტკოინის მიმართ ინტერესი ინფლაციასთან ერთად იზრდება
გასულ ხუთშაბათს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ ხელფასები VES-ში (სუვერენული ბოლივარი) მაქსიმალურად - 150% გაზარდა და მისი Petro-თან მიმართებაში კურსი 3600-დან 9000-მდე გაიზარდა, რადგან ეს ორი ინდექსი ერთმანეთზეა მიბმული. ამასთანავე, Petro-თი გადახდები, მისი ფასის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ბევრგან აუცილებელია.