აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას
წინა წელს და განსაკუთრებულად Bitcoin-ის დეკემბრის რალის დროს, ბაზრის მაღალმა ვოლატილობამ განაპირობა, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ბირჟა Bitfinex და Tether Ltd გუნდის საქმიანობის შემოწმება.
ფედერალური პროკურორები ეჭვობენ, რომ Bitcoin, Tether და Bitfinex-ის გამოყენებით ჩახლართული ქსელები, შესაძლოა, ბაზარზე ფასების უკანონო მანიპულირებისთვის იყო გამოყენებული.
იუსტიციის სამინისტროს ეჭვები დაემატა, უკვე არსებულ, შარშან დაწყებულ, გამოძიებას, რომელსაც აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC) ატარებს.
როგორც Tether Ltd., ასევე Bitfinex-იც ეჭვმიტანილნი არიან ციფრული აქტივების საბაზრო მანიპულაციებში და კრიპტოვალუტურ ბაზარზე ხელოვნური აქტივობის შექმნაში, რათა სტეიბლკოინ Tether-ის გამოყენებით, ფასი აემაღლებინათ. მარეგულირებელი ორგანოები ფიქრობენ, რომ Tether-ს Bitcoin-ის საყიდლად კრიტიკულ მომენტებში იყენებდნენ, როდესაც ციფრული ტოკენების ფასი ეცემოდა.
მთავარი კითხვა, რომელსაც აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გასცეს - განაპირობა თუ არა ციფრული აქტივების მკვეთრი გაძვირება მოთხოვნის ფაქტორმა, თუ, საბაზრო ტრიუკების გამოყენებით, ფასი ხელოვნურად იყო აწეული. CFTC-თან ერთად, პროკურორებმა რამოდენიმე სავაჭრო სტრატეგია შეისწავლეს, მათ შორის სპუფინგი - სხვა ტრეიდერების მოტყუების და აქტივების ყიდვა/გაყიდვის იძულების მიზნით, ბაზარზე დიდი რაოდენობით ყალბი ორდერების შემოტანის პრაქტიკა. რეგულატორები თვლიან, რომ, შესაძლებელია, Tether-ი Bitcoin-ის საყიდლად 2017 წლის გადამწყვეტ პერიოდებში იყო გამოყენებული. მათი აზრით, Bitcoin-ის 1400 პროცენტით გაძვირება, ამ მანიპულაციებთან იყო დაკავშირებული.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო Tether Ltd.-ს ახალი მონეტების ემისიას და მათი ბაზარზე Bitfinex-ის გამოყენებით დაყრის საკითხს იძიებს. კომისიის ძირითად ყურადღებას ჰონგ-კონგში Tether Ltd და Bitfinex-ის მმართველი გუნდი იპყრობს.
არსებული ინფორმაციით, არც იუსტიციის სამინისტრო და არც CFTC-ი გამოძიების შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. გარდა ამისა, კომპანიებს ბრალი წაყენებული ჯერ არ აქვთ. Tether Ltd და Bitfinex-ის წარმომადგენლებიც დუმან. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სტაბილური მონეტების Bitcoin-ის მკვეთრ რალებზე შესაძლო ზეგავლენის გამოძიება - რთული სათქმელია
ასევე წაიკითხეთ
უოლ-სტრიტი კრიპტოვალუტაზე უარს აცხადებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტი ნელ-ნელა კრიპტოვალუტის ბაზარს ტოვებს. მიუხედავად ბაზრის დაცემისა, დარეგულირების პრობლემებისა და თაღლითობის უამრავი შემთხვევებისა, გვეჩვენებოდა, რომ უოლ-სტრიტი კრიპტო-აქტივების ფასების აწევას შეძლებდა.
ისრაელის საგადასახადო სამმართველომ კრიპტოგადასახადებზე დაიწყო ნადირობა
ისრაელის საგადასახადო სამმართველო (ITA) შესაბამის ზომებს ატარებს იმ პირების მიმართ, რომლებიც კრიპტოვალუტისგან გადასახადების გადახდას არიდებს თავს. ისრაელის კრიპტოტრეიდერებისთვის შესაბამისი გაფრთხილება უკვე გამოქვეყნებულია.