კანადურმა კრიპტობირჟა MapleChange-მ ტვიტერში ჰაკერების მხრიდან გატეხვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ოფლაინში გავიდა. უსახსრობის გამო მომხმარებლებს ზარალი არ აუნაზღაურდება და ამიტომ პლატფორმამ მოღვაწეობა მთლიანად შეწყვიტა .
გაურკვეველი შეცდომის გამო ჰაკერებმა ბირჟაზე არსებული თანხა მთლიანად გაიტანეს. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამ შემთხვევის გამო და, სამწუხაროდ, მომხმარებლებს ზარალს გამოძიების დასრულებამდე ვერ ავუნაზღაურებთ.
ამ განცხადების შემდეგ, ბირჟის ვებ-გვერდი და ტვიტერი - 2000-ზე ნაკლები მიმდევრით, - მიუწვდომელი გახდა.
ამ შემთხვევიდან ცოტა ხნით ადრე ბირჟამ სერვერის ვერსიის 2.0 ვერსიამდე განახლებისა და ონლაინ ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო 18 საათის შემდეგ ჰაკერული შეტევის შესახებ განცხადება გაავრცელა.
მიუხედავად იმისა, რომ MapleChange-ი სხვა მსხვილ მოთამაშეებთან შედარებით პატარა ბირჟაა, მაინც იშვიათია, რომ ბირჟა დაიხუროს მხოლოდ თაღლითობის ან გატეხვის გამო. ზოგიერთი კლიენტის ინფორმაციის თანახმად, ბირჟიდან 919 ВТС (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) მოიპარეს. ბირჟის წარმომადგენლები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ რაოდენობის ბიტკოინი არასოდეს არ ჰქონიათ და ჰაკერებმა 8 ბიტკოინის მოპარვა მოახერხეს.
ზუსტად ამიტომაა გასაკვირი, თუ რატომ არ შეუძლია ბირჟას ასეთი პატარა ზარალის ანაზღაურება.
შექმნილი სიტუაციის გამო სპეკულეციები გარდაუვალია, და გაურკვეველია, თუ რა მოხდა ბირჟაზე სინამდვილეში. ამ ისტორიის დასასრულიც გაურკვეველი რჩება.
მასალების მიხედვით https://www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
ყალბი Facebook ექაუნთები თქვენი ბიტკოინების წართმევას ცდილობენ
ამ თვის განმავლობაში Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა შეამჩნია, რომ კომპანია Bitmain-მა, თავის „პარტნიორობის“ შესახებ ჩანაწერების კომენტარებში რეკლამა განათავსა, რომელშიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტური ტრანზაქციის შესრულებას სთავაზობს. პოსტი საეჭვოდ გამოიყურებოდა და გვერდის დაჰაკვის ეჭვიც მალევე გაჩნდა.
ბოტ-ქსელები DDoS-ატაკიდან ფარულ მაინინგზე გადავიდნენ
2018 წლის მიწურულს, კიბერუსაფრთხოებით დაკავებული კომპანიები თავიანთ ანგარიშებს აქვეყნებენ, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შექმნილი კიბერ-საფრთხეები. გარდა ამისა, კომპანიები ინტერნეტ-მომხმარებლებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა ტიპის საფრთხეებს უნდა ელოდონ მომავალ წელს