პლატფორმა Globee - საერთაშორისო საგადასახადო სერვისია, რომელიც ბიტკოინის ქსელში Lightning Network-ის მეშვეობით მომენტალურ ტრანზაქციებს ატარებს. გუშინდელ დღემდე კრიპტო-საპროცესო სერვისი GloBee, Ethereum-თან, XRP-თან, Monero-სთან, Litecoin-თან, Dogecoin-სა და Decred-თან ერთად, გადახდება და Bitcoin Cash-ს უზრუნველყოფდა.
ამჟამად, პლატფორმამ დაასკვნა, რომ Bitcoin Cash-ის მომავალი გაურკვეველია, აქტივებით ვაჭრობა კი გატარებული ჰარდფორკისა და ქსელის გარშემო მზარდი დაძაბულობის შემდეგ, მომხმარებლისთვის მეტისმეტად სარისკოა. კომპანიის აზრით, ორ ვერსიად დაყოფის შემდეგ, ჰარდფორკს პოტენციური საშიშროება მოაქვს, რაც Bitcoin Cash გადახდებში შეფერხებას გამოიწვევს. ტრეიდერებისა და ინვესტორებისთვის რისკების მინიმიზაციისთვის, Globee-მ სერვისების მიერ შეთავაზებული მომსახურეობის ნუსხიდან Bitcoin Cash-ის ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
Blockstream вlockchain-სტარტაპის სტრატეგიის დირექტორმა, სემსონ მოუმ Twitter-ში Globee-ის ელექტრონული წერილის სქრინშოტი გააზიარა.
აღსანიშნავია, რომ ჰარდფორკის წინა დღეს, ბირჟების უმეტესობა Bitcoin Cash-ის ორივე ქსელის მხარდაჭერას გეგმავდა. გაყოფის შემდეგ, პლატფორმების უმრავლესობამ დაასკვნა, რომ ძირითადი ქსელის სახით უპირატესობას Bitcoin ABC-ს მიანიჭებდა. ამჟამად, როგორც ჩანს,დაუოკებელი კრეიგისა და ბაზრის დათვური ტენდენციების ფონზე, კრიპტოპლატფორმებმა გადაწყვიტეს არ გაერისკათ და სკანდალურ და არასანდო კრიპტოაქტივზე უარი განაცხადეს.
ასევე წაიკითხეთ
Huobi აფრიკაში, ახლო აღმოსევლეთსა და სამხრეთ აზიაში გეგმავს მუშაობას
ამის შესახებ დუბაიში ჩატარებულ ბლოკჩეინ-სამიტზე ბირჟის თანადამფუძნებელმა მოჰით დავარმა განაცხადა. დუბაის სამიტი - კრიპტოსივრცეში ერთე-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ამბიციური გეგმები ფართო აუდიტორიას გააცნონ. სამიტს 1000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.
Coinbase-ს საქველმოქმედო აქცია მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა
ვენესუელა ყოველგვარი რეკორდების მოხსნას აგრძელებს, ეხება ეს ინფლაციას თუ ნაყიდი ВТС-ის რაოდენობას. თუმცა, ვენესუელაში ბირჟა Coinbase-ის კრიპტოვალუტა Zcash-ის დარიგებამ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.