ბირჟა Nasdaq-ი ცდილობს, 2019 წლის პირველ კვარტალში კონტრაქტების ჩასაშვებად, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
Bitcoin-ფიუჩერსებმა მალევე დაიპყრეს ფინანსური მსოფლიო და მსხვილი ბროკერული კომპანიების წინააღმდეგობა გამოიწვიეს, როდესაც CME Group Inc.-მა და Cboe Global Markets Inc.-მა ფიუჩერსებთან დაკავშირებით ბიუროკრატიული ფორმალობების ამოშლის დაჩქარებული პროცესი გამოიყენეს, რათა შარშან დეკემბერში კრიპტო-ბუმის პიკზე კონტრაქტები სწრაფად გამოეტანათ ბაზარზე. მიუხედავად დიდი იმედების, რომ Bitcoin-ფიუჩერსები ინსტიტუციური ინვესტიციების ახალ ერას შექმნიდნენ, ასეთი ფიუჩერსებით ვაჭრობა არც ისე შედეგიანი გამოდგა, ხოლო კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად დაეცა.
ჯერ კიდევ იანვარში, Nasdaq ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადენა ფრიდმანმა განაცხადა, რომ ბირჟა განიხილავს, თუ როგორ გახადოს კონტრაქტები კონკურენტებზე უკეთესი. Nasdaq-ის ფიუჩერსები სხვადასხვა ბირჟებზე Bitcoin-ის ფასს დაეყრდნობიან, რაზეც ინფორმაციას კომპანია VanEck Associates Corp.-ი მიაწვდის.
Nasdaq - ერთადერთი ბირჟა არ არის, რომელიც Bitcoin-დირივატივებით ვაჭრობას აპირებს. კომპანია Intercontinental Exchange Inc.-მა, რომელიც ბირჟა New York Stock Exchange-ს ფლობს, ასევე განაცხადა, რომ ფიუჩერს კონტრაქტებს 24 იანვრიდან გაუშვებს.
მასალების მიხედვით https://www.bloomberg.com
ასევე წაიკითხეთ
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს
Coinbase ვენჩურულ კაპიტალს იზიდავს
დათვის თათის ზეწოლის ქვეშაც კი ინვესტორები კრიპრობიზნესში პერსპექტივებს ხედავენ. კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ამჟამად მას 8 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებენ მას შემდეგ, რაც მან 300 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რათა „კრიპროვალუტების და ციფრული აქტივების მიღება დაეჩქარებინა“.