საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-ი და ბიტკოინ-ხარმა მაიკ ნოვოგრატცმა კომპანია BitGo Holdings Inc-ში, რომელიც მდიდარ კლიენტებს და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს აქტივების შენახვის საიმედო სერვისებს სთავაზობს, 15 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს. შედეგად BitGo-ს კრიპტო-საფულის მოცულობა 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
BitGo-ს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებით, დამატებითად კომპანიებმა Valor Equity Partners, Craft Ventures, DRW და Redpoint Ventures-ი საერთო ჯამში 58,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს.
„სტარტაპ BitGo-ს შეუძლია უმაღლეს დონეზე მოემსახუროს ინსტიტუციონალურ ინვესტორებს, რომლებსაც კრიპტოვალუტებით და ციფრული აქტივებით ვაჭრობის სურვილი აქვთ. ამჟამად ჩვენ ვარკვევთ რა არის საჭირო და რა დაგვჭირდება 1 ტრილიონი დოლარის შენახვისთვის. მართალია ამ ეტაპზე ეს თანხა არ გვაქვს, მაგრამ მის მისაღებად მზად უნდა ვიყოთ“ - განაცხადა BitGo-ს გენერალურმა დრექტორმა, მაიკ ბელშემ.
ბევრი ინსტიტუციონალური ინვესტორისთვის კრიპტო-ბაზარზე შესვლის მთავარ წინააღმდეგობას აქტივების უსაფრთხო შენახვის საიმედო საშუალებების და ინსტრუმენტების უკმარისობა წარმოადგენს. მთელი რიგი ფინანსური დაწესებულებებისა, მათ შორის JPMorgan-ი და Northern Trust-ი, კრიპტოფონდებისთვის კასტოიდალური სერვისების სახით ასეთი ინსტრუმენტების შეთავაზების შესაძლებლობებს სწავლობენ. სწორედ მათ რისხვს მიეკუთვნება კომპანია Goldman Sachs-იც.
„თანდათანობით ინსტიტუციონალური ინვესტორები მივლენ დასკვნამდე, რომ ციფრული აქტივები ცვლიან თამაშის წესებს და მონაწილეობის სურვილი გაუჩნდებათ“ - განაცხადა ნოვოგრატცმა.
მოცემულ ბაზარზე მსხვლი ფინანსური მოთამაშეების მუდმივად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, მთავარი საკითხი არა კრიპტოვალუტის იგნორირებაში, არამედ მისი მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაში მდგომარეობს.
თავად BitGo-ს მონაცემებით, კომპანია 2 მილიარდ დოლარზე მეტი ჯამური ღირებულების აქტივებს ფლობს და 95-ზე მეტ ტოკენს უკეთებს მხარდაჭერას.
მასალების მიხედვით https://coinjournal.net
ასევე წაიკითხეთ
Morgan Stanley ბიტკოინს ინვესიტრების კლასად მიიჩნევს
როგორც ჩანს, ხანდახან, სხვადასხვა დაწესებულება და მმართველი ორგანო ბევრ დროს ხარჯავს, რათა გაარკვიონ თუ როგორ განახორციელონ ბიტკოინის კლასიფიცირება, ვიდრე შეიმუშაონ საჭირო გამჭირვალე კანონები მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
როდის ჯობია ბიტკოინების ყიდვა? Weiss-ის რეიტინგები იტყობინებიან, რომ ახლა!
იმ დროს, როდესაც რამოდენიმე თვის წინ ბიტკოინის ფასმა თავის წარმოუდგენელ მინიმუმს მიაღწია, ექსპერტები ბიტკოინების შეძენას გვირჩევენ. ზოგი ექპერტის რჩევას უფრო მეტად ითვალისწინებენ, ზოგის კი - ნაკლებად. მაგალითად, მარტინა ვაისის და მისი სააგენტოს WeissCryptocurrencyRatings-ის რჩევებს ბევრი ინვესტორი ითვალისწინებს.