ვინაიდან საფონდო და სხვა აქტივის ბაზრები დათვურ ტრენდს განიცდიან, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს კრიპტოვალუტას შანსი აქვს საუკეთესო ზრდის განაკვეთის აქტივი გახდეს.
ფირმა Ikigai- ს კრიპტოვალუტური აქტივების მართვის თავმდჯომარემ, ტრევის კლინგმა, დღეს ტვიტერში დაწერა:
აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა რაოდენობრივი შესუსტება 10 წლის წინ დაიწყო, საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, როდესაც ტრილიონობით დოლარის სახელმწიფო აქციებისა და იპოთეკური ფასიანი ქაღალდების შესყიდვა დაიწყო. ფაქტობრივად, ამ ნაბიჯმა აშშ დიდი კრიზისისგან იხსნა. სხვა ქვეყნებმა მაგალითი აიღეს, შეისყიდეს აქციები და ლიკვიდურობა გააძლიერეს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გამოეწვიათ.
2017 წელს აშშ გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც რაოდენობრივი შემსუბუქებიდან, რაოდენობრივ გართულებაზე გადავიდა. იაპონიისა და ევროპული ცენტრალური ბანკი, ისევ იმეორებენ მაგალითს და 2018 წელს ნაკლები ობლიგაცია შეიძინეს.
კრიპტოვალუტა 2009 წელს გამოჩნდა, რაოდენობრივი შემსუბუქებისთანავე და, როგორც კლინგი ამბობს, ჯერ კიდევ არ არსებობდა აქტივები ტრადიციულ დათვურ ბაზარზე. კლინგი ასევე თანხმდება იმაზე, რომ მოახლოებულმა ეკონომიკურმა კოლაფსმა მნიშვნელოვნად შეცვალა სიტუაცია კრიპტოვალუტურ ბაზარზე.
ჩემთვის სავსებით ნათელი იყო, რომ არასტაბილური კრიპტოვალუტური ბაზარი ტრადიციული კლასის აქტივებზე ადრე ჩამოიქცეოდა.
კლინგის ტვიტი სოციალურ ქსელში გაცოცხლებული დისკუსიის მიზეზი გახდა. ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა გაგრძელდება და მალევე “უარესი მახასიათებლის აქტივი” გახდება. სხვები კი თვლიან, რომ ახალი სახელმწიფოებრივი მანიპულირებისგან გათავისუფლებული აქტივების კლასი რევოლუციური გახდება, მისი ღირებულება კი მალევე დაიწყებს აღდგენას.
აღდგენა, შესაძლოა, უკვე დაიწყო, რადგან გასულ კვირას კრიპტოვალუტური ბაზრის ღირებულება $30 მილიარდით გაიზარდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტრადიციული საფონდო ბაზრიდან ფულის ნაწილი ალტერნატიულ აქტივში გადაედინება.
იმ შემთხვევაში თუ ციფრული აქტივების ბაზარი 2019 წელს უკეთეს მახასიათებელს გვიჩვენებს, კრიპტოვალუტა მსოფლიო ეკონომიკაში სამუდამოდ დაიმკვიდრებს თავს. დრო გვიჩვენებს!
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
როდის ჯობია ბიტკოინების ყიდვა? Weiss-ის რეიტინგები იტყობინებიან, რომ ახლა!
იმ დროს, როდესაც რამოდენიმე თვის წინ ბიტკოინის ფასმა თავის წარმოუდგენელ მინიმუმს მიაღწია, ექსპერტები ბიტკოინების შეძენას გვირჩევენ. ზოგი ექპერტის რჩევას უფრო მეტად ითვალისწინებენ, ზოგის კი - ნაკლებად. მაგალითად, მარტინა ვაისის და მისი სააგენტოს WeissCryptocurrencyRatings-ის რჩევებს ბევრი ინვესტორი ითვალისწინებს.
Bitcoin-ის ფასის შემცირებისას ინვესტირების სამი მიზეზი
Bitcoin-ს ბაზარი ვარდნას, აღმავლობასა და კვლავ ვარდნას განიცდის. ამჟამად კრიპტოვალუტა 5 098 აშშ დოლარად იყიდება. თუკი თქვენ თვლით, რომ Bitcoin-სა ან კრიპტოვალუტის სხვა ნაბისმიერ სახეობაში ინვესტირება გვიანია, ეს ასე არ არის. შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით, დრო ჯერ კიდევ არის.