კომპანია Northen Bitcoin-ი მიწაში 350 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, რათა რეკორდულად გააიაფოს Bitcoin-ის მაინინგი და გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის თეორია სრულად დაამსხვრიოს, რომელთანაც ის მიგვიყვანს.
გერმანული კომპანია Northern Bitcoin-ი აქტიურად ემზადება თავისი მანინგ პულის ასამოქმედებლად, კრიპტოაქტივების მოსაპოვებლად განახლებადი ენერგიის წყაროებს გამოიყენებს. ცოტა ხნის წინ, მათ ნორვეგიაში მიწისქვეშა მანინგის ფერმის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც ლეფდალის შახტაში განთავსდა. კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს ყველაზე ეფექტური მაინინგის ფერმაა მსოფლიოს მსშტაბით.
ბუნებრივი რესურსების გამოყენების ხარჯზე, მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად ენერგეტიკული ხარჯები. ლეტფალში არსებული შახტები, საშუალებას გვაძლევს ფიორდის გაყინული წყალი გამოთვლითი აღჭურვილობისთვის გამაგრილებელ საშუალებად გამოვიყენოთ, ასევე მთლიანად განახლებადი ჰიდროელექტროსადგურისა და ქარის ენერგია.
Northem Bitcoin-ი ბიტკოინის მოპოვებას თვითღირებულებით მხოლოდ $2700 ერთი მონეტის სანაცვლოდ გეგმავს. ეს ფასი უფრო მცირეა, ვიდრე ჩინეთსა და საუდის არაბეთში, სადაც თვითღირებულება $3100 შეადგენს. ამავდროულად, ნორვეგიაში BTC-ის მოპოვების თვითღირებულება - $7700, კანადაში - $4000, ავსტრალიაში - $10 000.
ამ ციფრების ფონზე, თვითღრებულება საშუალებას მისცემს მომგებიანი ბიზნესი აწარმოოს, მრავალი მაინინგის გიგანტებისგან განსხვავებით, რომელიც ელექტრო ენერგიის მაღალი ფასითა და ბაზრის მერყეობით იტანჯებიან. ამჟამინდელი ბიტკოინის ფასის $6300-ის გათვალისწინებით, კრიპოაქტივის მოპოვება $7700-ანი თვითღირებულებით, ნაკლებად რენტაბელური გადაწყვეტილებაა.
ლეფდალის შახტა - ეს არის ადგილი, სადაც ოლივინს მოიპოვებდნენ, მწვანე ძვირფასი ქვა, მაგრამ გვირაბი 10 წლის წინ დაიხურა და ახლა ტექნოლოგიური გიგანტის IBM-ის მიერ მოწოდებულ მონაცემთა გადამუშავების ადგილად იქცა. კომპანია Northen Bitcoin-ის სამომავლო გეგმაშია სიმძლავრის გაზრდა, დღე-ღამეში 100 ბიტკოინის მოსაპოვებლად. თუ ეს გეგმა განხორციელდება, მაშინ Nothem Bitcoin-ს შეეძლება Bitcoin-ის ქსელის ჰეშის 5%-ზე მეტის კონტორლი. მაგრამ კომპანიამ ჯერ მთელი აქცენტი Bitcoin Cash-ის მოპოვებაზე გააკეთა.
ასევე წაიკითხეთ
ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი
ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.
მსოფლიო ბანკი - საქართველო მსოფლიო მაინინგის ერთ-ერთი ლიდერია
შედარებით პატარა პოსტბჭოთა რესპუბლიკამ კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება შესძლო. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 5 %-ს უკვე შეძენილი ან დამაინინგებული აქვს კრიპტოვალუტა.