ShapeShift-ის გენერალური დირექტორი ერიკ ვურხესი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი საგარეო ვალი, რომელიც ნოემბრის მონაცემებით 21,7 ტრილიონის მიდამოებში მერყეობს, კრიპტოვალუტით დაინტერესებას საგრძნობლად გაზრდის. გენერალური დირექტორის ვარაუდით, სახელმწიფო და ფედერალური რეზერვი სახელმწიფო ვალის დასაფარად იძულებულნი არიან ფიატური სახსრები დაბეჭდონ, რაც ინფლაციაზე და ეროვნული ვალუტის კურსზე აუცილებლად აისახება.
აქტივების მართვის სფეროში, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ BlackRock-მა, რომელიც $6 177 ტრილიონზე მეტ სახსრებს აკონტროლებს, აშშ-ს ფინანსური პოლიტიკისა და დავალიანების ზრდის გამო ღელავს. კონგლამერატის გენერალური დირექტორი ლარი ფინკი თვლის, რომ მომავალი წელი აშშ-ს ეკონომიკისთვის უფრო რთული იქნება და ბიუჯეტში სერიოზულ დეფეციტის შექმნის. პრობლემის მოსაგვარებლად, ქვეყანა იძულებული იქნება კიდევ ერთი ტრილიონი დოლარი ისესხოს, რაც აშშ დოლარის ისედაც მაღალ ინფლაციას უფრო გაზრდის და ეროვნული ეკონომიკის მხარდაჭერას ვეღარ შეძლებს.
ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი, ასევე ემხრობა ამ პოზიციას, რომელიც კრიპტოვალუტის მიმართ განსკაუთრებული სკეპტიციზმით გამოირჩევა. მან ხაზი გაუსვა ფედერალური ფონდის საპროცენტო განაკვეთის იმ დონემდე გაზრდას, რომლის დროსაც ეს ეროვნული ეკონომიკის ზრდის ტემპს ვეღარ შეესაბამება. მეცნიერმა თავისი პრაქტიკის მანძილზე მსხვილი ფინანსური კრიზისების დაწყება რამდენჯერმე უვე იწინასწარმეტყველა და, ამჟამადაც, აცხადებს, რომ კრიზისს 2 წლის მანძილზე უნდა ველოდოთ.
ექსპერტების აზრით, ფედერალური სარეზერვო ფონდის მეტისმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთი დოლარის კურსის მნიშვნელოვან ვარდნას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში, ინვესტორები დოლარის ალტერნატივის ძიებას ოქროსა და კრიპტოვალუტაში დაიწყებენ, რადგან ისინი მსოფლიო ეკონომიკაზე არ არიან მიბმულნი.
Civic -ის დამფუძნებელი ვინი ლინგემი ამბობს, რომ მომავალი ათი წლის მანძილზე უფრო დიდი კაპიტალი იქნება შექმნილი, ვიდრე აქამდე არსებობდა, იმის მიუხედავად, რომ კრიპტოსამყაროს ბევრი საკითხის კორექტირება უწევს და მომავალშიც მოუწევს.
ასევე წაიკითხეთ
Dash-ის CEO - სახელმწიფო კრიპტოვალუტებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელი იქნება
ეროვნული ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტები ადრე თუ გვიან ბაზარზე გამოჩნდებიან, თუმცა განსხვავებული ფორმა ექნებათ.
ალექსის ოგანიანი: შოკი სასარგებლოა, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან
2018 წლის 14 ნოემბერს Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნების შემდეგ, ბიტკოინი $5202-მდე დაეცა. სხვა ტოკენების ღირებულებაც ასევე დაეცა. თუმცა, Reddit-ის შემქმნელის ალექსის ოგანიანის აზრით, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა - მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.