ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პარიზის გლობალური ორგანიზაციის აზრით, კრიპტოაქტივების რეგულაციების გამკაცრების და ციფრული აქტივების კონტროლის ერთიანი გლობალური სისტემის შემოღების დრო დადგა.
ფინანსური ღონისძიებების მიზნობრივმა ჯგუფმა (FATF) წარმოდგენილ მოთხოვნებში საკუთარ პოზიციის ჩამოყალიბებასთან ერთად დასძინა, რომ ქვეყნებს საკუთარი კრიპტოვალუტური პლატფორმების ლიცენზირება და საერთო ნორმებით გათვალისწინებული რეგულაციებისადმი დამორჩილება მოუწევთ.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ფინანსურ სტრუქტურაში განხორციელებადი გაუმჯობესებების მიუხედავად, ციფრული აქტივებით დანაშაულებრივი და ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების საფრთხე არსებობს. თვისობრივად მათი სტრუქტურა ფულის უკანონო ბრუნვისთვის და გათეთრებისთვის იდეალურია. სწორედ ამიტომ FATF-ი ციფრულ ბაზრებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს 2015 წლიდან დეტალურად სწავლობს.
კრიპტოვალუტის ფართო გავრცელების და მათი რეგულირების ერთიანი სისტემის არარსებობის პირობებში, შეთანხმებული ზომების მიღება და ამ მიმართულებით რიგი ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
FATF-ის აზრით, არსებული კრიპტობირჟები, საფულეების მომწოდებლები და ICO-სთან კავშირში არსებული ორგანიზაციები ყველა იურისდიქციაში ერთნაირად უნდა გაკონტროლდნენ და საერთო რეგულაციების ფარგლებში მოექცნენ.
ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, მომავალი წლის ივნისისთვის FATF-ი ახალი წესების შემოღებას გეგმავს.
ორგანიზაცია ციფრულ აქტივებს fiat-სგან ერთმნიშვნელოვნად გამიჯნავს. თუმცა ფიატური ვალუტისთვის მოქმედ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის არსებულ წესებს გამოიყენებს.
FATF-ი დარწმუნებულია, რომ არსებულ სტანდარტებს დამატებული ერთიანი სამოქმედო სისტემა, კრიპტობაზრის მიმართ ქვეყნებს ერთიანი მიდგომის გამომუშავებაში და წესების დაცვაში დაეხმარება.
დღეისთვის FATF-ში მსოფლიოს 36 სახელმწიფოა გაწევრიანებული. მათ შორის ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, ბრაზილია, კანადა, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ მისი ყველა წევრი ახალ წესებს მკაცრად დაემორჩილება.
ასევე წაიკითხეთ
სამხრეთ კორეის იურისტები კრიპტოვალუტების მხარეს დადგნენ
სამხრეთ კორეის იურისტები დაჟინებით ითხოვენ, რომ მთავრობამ კრიპტოვალუტებისა და ინვესტორების დაცვის მიმართულებით კანონები შეიმუშავოს.
იაპონია და კრიპტოვალუტები: უნიკალური სიტუაცია
იაპონია ის ადგილია, სადაც კრიპტოვალუტა გაჩნდა, ადგილი, სადაც Bitcoin.com-ის შტაბ-ბინა მდებარეობს და სადაც პირველი კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტი MtGox გაჩნდა. იდუმალებით მოცული, ბიტკოინის შემქმნელის სატოში ნაკამატოს სამშობლოც აქ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღმომავალი მზის ქვეყანაში ციფრული მოძრაობის განვითარება დასავლეთისთვის საიდუმლოდ რჩება.