კომპანია Dashlane-მა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვით და პაროლების მართვითაა დაკავებული, თავისი „ ყველაზე უარესი პაროლების“ ყოველწლიური ჩამონათვალის მესამე გამოცემა გამოუშვა, რომელშიც კრიპტოვალუტურმა ინვესტორებმა მესამე ადგილი დაიკავეს.
სახუმარო რეიტინგის მიზანი პაროლის შექმნისას ცნობილი ადამიანების და ორგანიზაციების მიერ ყველაზე გავრცელებული შეცდომების გამოვლენა იყო. ეს პაროლების შექმნისა და მათი მართვის მოწინავე მეთოდებისთვის საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად გაკეთდა.
Dashlane-ის ხელმძღვანელების სიტყვებით, საშუალოდ, ინტერნეტმომხმარებელი 200-მდე პაროლს მართავს. მათი აზრით, 2023 წლისთვის ეს ციფრი 400-მდე გაიზრდება. ემანუელ შალიტმა, Dashlane-ის გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა:
პაროლი -კიბერთავდასხმისგან დაცვის პირველი ხაზია. სუსტი პაროლები, განმეორებით გამოყენებული პაროლები, ასევე პაროლების არაკომპეტენტური მართვა კონფიდენციალურ ინფორმაციას დარტყმის ქვეშ ადვილად აყენებს. უამრავი სააღრიცხვო ჩანაწერების არსებობა, რომლებიც პაროლს მოითხოვენ, იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია იგივე შეცდომების დაშვება, რომლებიც ჩვენი სიის ფიგურანტებმა დაუშვეს. იმედი გვაქვს, რომ ეს გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება მათთვის, ვინც საკუთარი მონაცემების დაცვაზე დიდად არ ზრუნავს.
კომპანია Dashlane-ი თავის დაზღვევის სამ ძირითად ზომას უწევს რეკომენდაციას. პირველ ყოვლისა, კომპანია გვირჩევს დავრწმუნდეთ იმაში, რომ მომხმარებლის ყველა ჩანაწერი - სერვერების, ელექტრონული ფოსტის, დანართების და ა. შ. დაცულია. საიმედო პაროლის არსებობა ხშირ შემთხვევაში ჰაკერების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ასევე კომპანია ძლიერი პაროლების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომლებიც მომხმარებლის ბიოგრაფიის ელემენტარული გამოკვლევით პაროლის მარტივი ამოცნობის რისკს აგვაცილებს. კომპანიის თანამშრომლების აზრით, პაროლები არ უნდა შეიცავდნენ საკუთარ სახელებს ან რიცხვების სუსტ თანამიმდევრობას, როგორიც, მაგალითად, მომხმარებლის დაბადების თარიღია. პაროლი 8 სიმბოლოზე გრძელი უნდა იყოს და შეიცავდეს როგორც ციფრებს, ასევე ასოებს.
და, საბოლოოდ, კომპანია არ გვირჩევს პაროლების განმეორებით გამოყენებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ სააღრიცხვო ჩანაწერი უნიკალური პაროლით უნდა იყოს დაცული.
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
უკრაინელი სტუდენტები კრიპტოვალუტის მოპარვის პროგრამის გავრცელებისთვის გაასამართლეს
უკრაინელ სტუდენტ-ჰაკერებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთ წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებისთვის მიესაჯა. ჰარკოვის საქალაქო სასამართლოს განჩინება ძალაში სააპელაციო გასაჩვრების ვადის ამოწურვისთანავე შევა
არიზონას შტატში კრიპტოვალუტური თაღლით-ტრეიდერი წლინახევრით დააპატიმრეს
არიზონას შტატში კრიპტოვალუტური თაღლით-ტრეიდერი წლინახევრით დააპატიმრეს. ილინოისის შტატის პროკურატურა ავრცელებს, რომ, არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში მცხოვრები 24 წლის ჯოზეფ კიმს, კრიპტოვალუტასთან თაღლითობის ბრალდებით, 15 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, მან Bitcoin-ის და Litecoin-ის 600 000 დოლარის ექვივალენტი ყოფილ დამსაქმებელსა და 540 000 დოლარი საკუთარ ნაცნობებს მონეტების სახით მოპარა.