კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ოპერატიულმა მუშაკებმა ზაპოროჟიეს რეგიონში 22 წლის ჰაკერი დააკავეს, რომელიც ქსელის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის მოსაპოვებლად, ვირუსულ პროგრამას ავრცელებდა.
ახალგაზრდა ჰაკერმა კონფიდენციალური მონაცემების მოსაპარად რამოდენიმე ვირუსის მოდიფიცირება მოახდინა.
მოდიფიცირებული ვირუსების მეშვეობით ჰაკერი ანტივირუსულ პროგრამებს გვერდს უვლიდა და დავირუსებული კომპიუტერებიდან ელექტრონული საფულეების პაროლებს, მომხმარებლების სახელებსა და სხვა ინფორმაციას იპარავდა. დაკავების ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ოპერატიულმა მუშაკებმა მყარი დისკი აღმოაჩინეს, რომელზეც სხვადასხვა მავნებლური ვირუსი ინახებოდა.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 1 ნაწილის 361 სტატიის თანახმად, თაღლითის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით დაუდგენელია, მოახერხა თუ არა ჰაკერმა მოპოვებული ინფორმაციით სარგებლობა. ამ მომენტისთვის სამართალდამცავები დავირუსებული მომხმარებლების ვინაობის დადგენას ცდილობენ და, შემდეგ კი, მიყენებულ ზარალს დაითვლიან.
ბოლო წლებში, კრიპტოინდუსტრია სწრაფად ვითარდება და ამიტომ თაღლითებს იზიდავს, რომლებიც „იოლი ფულის“ შოვნას ცდილობენ. კიბერქურდობების რაოდენობა ციფრული ვალუტის გავრცელებასთან პირდაპირ პროპორციულად იზრდება. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და კიბერთაღლითების თვალყურის დევნა უწევთ.
ა.წ გაზაფხულზე უკრაინის კიბერპოლიციამ ორი სტუდენტი დააკავა, რომლებიც კრიპტოვალუტის მოსაპარად ვირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდდნენ.
ასევე წაიკითხეთ
არიზონას შტატში კრიპტოვალუტური თაღლით-ტრეიდერი წლინახევრით დააპატიმრეს
არიზონას შტატში კრიპტოვალუტური თაღლით-ტრეიდერი წლინახევრით დააპატიმრეს. ილინოისის შტატის პროკურატურა ავრცელებს, რომ, არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში მცხოვრები 24 წლის ჯოზეფ კიმს, კრიპტოვალუტასთან თაღლითობის ბრალდებით, 15 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, მან Bitcoin-ის და Litecoin-ის 600 000 დოლარის ექვივალენტი ყოფილ დამსაქმებელსა და 540 000 დოლარი საკუთარ ნაცნობებს მონეტების სახით მოპარა.
კომპანია Group-IB დარწმულებულია, რომ კრიპტოპლატფორმების გატეხვების რაოდეობა მოიმატებს
ანგარიშის თანახმად, რომელიც კიბერუსაფრთხოებით დაკავებულმა რუსულმა კომპანიამ გამოაქვეყნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კიბერვალუტის გაცვლითი პუნქტებიტან $882 მილიონი მოიპარეს.