23 ოქტომბერს ყველაზე ცნობილმა კრიპტოვალუტურმა ბირჟამ Coinbase განაცხადა, რომ ის სთეიბლკოინ USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Coinbase-ის ყველა მომხმარებელი USDC-ით ოფიციალურ ვებ-საიტზე შეძლებს ვაჭრობას.
Coinbase-ის ოფიციალურ ტვიტერზე წერია:
Coinbase-ი სთეიბლკოინ USDC-ს მხარდაჭერას იწყებს. დღეიდან Coinbase-ის კლიენტები, რომლებსაც მსგავსი ოპერაციების მხარდაჭერის იურისდიქცია აქვთ, USDC-ს coinbase.com-ზე ან მის მობილურ აპლიკაციაში იყიდიან, გაყიდიან, გაგზავნიან და მიიღებენ.
მონეტების შემქმნელების თქმით, Ethereum-ის ბლოკჩეინზე USDC აშშ დოლარის ექვივალენტით დევს. უფრო მარტივია USDC-ის გაგზავნა, პროგრამირება და DApps-იდან გამოყენება. Coinbase-ის გუნდი USDC-ით ვაჭრობას მალე პროფესიონალური მომსახურების პაკეტში დაამატებს. ამ მომენტისათვის Coinbase-ის საფულე Circle-ის ტოკენების მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს.
Coinbase-ის ტვიტერის თანახმად, ეს ინიციატივა გახსნილი ფინანსური სისტემის მიმართულებით წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამავე ინფორმაციის თანახმად,Coinbase-ი და Circle-ი ერთობლივად ახალი კონსორციუმის CENTRE შექმნაზე მუშაობენ. Coinbase-ის ბლოგში ნათქვამია:
„Coinbase და Circle ყველა სტანდარტის დაცვით მუშაობენ და სანდო პლატფორმების რეპუტაციით სარგებლობენ. CENTRE-ი USDC-ს იმ ადამიანებს შეთავაზებს, რომლებსაც სთეიბლკოინების ყველა უპირატესობით სარგებლობა სურს“.
Coinbase-ის კორპოროტიული განვითარების ვიცე პრეზიდენტის ემილი ჩოის განცხადებით, სხვა კრიპტოვალუტების ფასთა მერყეობა საერთო აღიარებას ყველაზე მეტად უშლის ხელს. მისი თქმით, ამ თანამშრომლობის მიზანია - ბაზრის ახალ, ისეთ დონემდე განვითარება, როდესაც ადამიანები კრიპტოვალუტას ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
კრიპტოვალუტურმა საზოგადოებამ ეს განცხადება არაერთგვაროვნად აღიქვა.
Cypherglass-ის გენერალურმა დირექტორმა რობ ფინჩმა განაცხადა:
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გაუხადება, რომ მას ტრანზაქციის გასახორციელებლად რამდენიმე წუთის ლოდინი და თანაც 1 აშშ დოლარამდე საკომისიოს გადახდა მოუწევს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მონეტა Ethereum-ის ბლოკჩეინზე იმყოფება. ეს მიკროგადასახადები არცთუ ისე „მიკროა“ თუ მათ კიდევ ტრანზაქციის საკომისიოს დაუმატებთ.
ასევე წაიკითხეთ
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს
ახალი დეცენტრალიზებული ბირჟა Bithumb ამოქმედდა
სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის მეორე უმსხვილესმა ბირჟა Bithumb-მა ახალი დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟა (DEX) ოფიციალურად გახსნა. ამ ახალი ინიციატივის განხორციელება One Root Network (RNT)-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც დეცენტრალიზებული ტრანზაქციების განხორციელებისთვის ტექნოლოგია Ethereum-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროტოკოლი წარმოადგინა.