კრიპტობირჟა Bithumb-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული აქტივების უმეტესობა რუსულ ბირჟა Yobit-ზე გადარიცხეს. მონაცემთა დეტალური შესწავლის შემდეგ, Crystal Blockchain Analytics-ის ანალიტიკოსები, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ.
უფრო დეტალური სურათის შექმნისთვის, რომელიც 31 მლნ აშშ დოლარის და მათ შორის 2016 BTC-ის დაკარგვას წინ უძღოდა, ანალიტიკოსებმა თავდასხმამდე 4 დღით ადრე განხორციელებული ყველა ტრანზაქცია დეტალურად შეისწავლეს.
ბლოკჩეინ Crystal-ის მონაცემთა ანალიზის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, სპეციალისტებმა წინა დღეების ოპერაციების ყველა მისამართს მიაკვლიეს.
16-დან 20 ივნისის ჩათვლით Bithumb-ის საფულიდან აქტივების და სახსრების ამოღებისთვის ბოროტმოქმედებმა 39 საფულე გამოიყენეს. 19 ივნისისთვის აქტივების უმეტესობა ერთ საფულეში - 1LhW იყო თავმოყრილი. ძირითადი ტრანზაქციების გზით აქტივების ლომის წილი სხვა საფულეზე - 18x5 გადაისროლეს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ცივი ტიპის საფულე თავად ბირჟას ეკუთვნოდა.
ამავდროულად, 19 რიცხვიდან აქტივების გადარიცხვათა სახეობა შეიცვალა და ორ უცნობ საფულეზე ტრანზაქციები მაღალი საკომისიოებით იყო დაინიცირებული - 0,1 BTC-ის ოდენობით, შემდგომ კი 1 050 BTC მოიხსნა ანგარიშიდან და ბლოკჩეინზე მანამდე არ დაფიქსირებულ მისამართებზე იყო გადანაწილებული. წარმოუდგენლად დიდი საკომისიოს - 0,2 BTC-მდე პირობებში, ამ 38 მისამართზე აქტივების გადარიცხვა 24 სთ-ზე მეტხანს გრძელდებოდა.
სავარაუდოთ ეს 38 საფულე (თვითოეულზე2002,52 BTC-ი ჩაირიცხა) ჰაკერებს ეკუთვნოდა.
ზემოთ მოყვანილ ინფორაციაზე დაყრდნობით, ანალიტიკოსების აზრით მომხდარის ასაღწერად ორი შესაძლო ვარიანტი არსეობს:
1) ყველა ამ 38 მისამართიდან ჰაკერებს ეკუთვნის;
2) ყველა შემოწმებული მისამართი თავად Bithumb ბირჟას ეკუთვნის.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი. აქტივების დატაცება ბაზაში არდაფიქსირებული საფულეებიდან მოხდა. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გამოძიების პროცესში Bithumb-ი აქტირუად თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან და თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ლიცენზირების სრული პროცედურა წარმატებით გაიარა, ალბათობა იმისა რომ მოცემული გადაცლა ცრუ ინფორმაციას წარმოადგენს, ძალზე პატარაა.
2 აგვისტოს ანალიტიკოსებმა კონტროლის ქვეშ არსებული მისამართებიდან Yobit-ის ბირჟის ორ საფულეზე 1973.5 BTC-ის გადაადგილება დააფიქსირეს. 31 დეკემბერს კი დარჩენილი 29 ВТС-ი სერვისზე CoinGaming.io იყო გადაგზავნილი .
ასევე წაიკითხეთ
ესტონეთმა ევროკავშირში კრიპტოვალუტური საქმიანობისთვის ლიცენზია გასცა
12 ნოემბერს კრიპტოვალუტურმა ბირჟა B2B-მ, გამოაცხადა, რომ ესტონეთის ფინანსური მარეგულირებლისგან (FIU) ციფრული ვალუტის ვაჭრობისთვის ლიცენზია მიიღო, როგორც მთლიანად რეგულირებადი ბირჟა.
Coinbase-ს საქველმოქმედო აქცია მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა
ვენესუელა ყოველგვარი რეკორდების მოხსნას აგრძელებს, ეხება ეს ინფლაციას თუ ნაყიდი ВТС-ის რაოდენობას. თუმცა, ვენესუელაში ბირჟა Coinbase-ის კრიპტოვალუტა Zcash-ის დარიგებამ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.