ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს
კომიტეტის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც 50 თანამშრომელი ესწრებოდა, Huobi-ს გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ლი ლინმა აღნიშნულს თავისი ფირმისთვის „მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა.
მას შემდეგ, რაც შარშან შემოდგომაზე ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანოებმა ჩინეთში კრიპტოვალუტა აკრძალეს, ადგილობრივი ბირჟები იძულებულნი გახდნენ უფრო მეგობრულ დამოკიდებულებაზე გადასულიყვნენ. ამ ეტაპზე, ბირჟა Huobi სინგაპურის ტერიტორიაზე მოქმედებს, თუმცა ჩინურ ბაზარზე კონსულტაციებსა და კვლევების ჩატარებას აგრძელებს.
კომუნისტური პარტია კომპანიებისგან ითხოვს, რომ, თუ კომპანიაში კომუნისტური პარტიის სამი ან მეტი წევრი მუშაობს - კომიტეტი შეიქმნას. მართალია, ეს მითითება მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს ეხებოდა, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მითითებით კერძო საწარმოებიც ხელმძღვანელობენ.
ჩინეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტურ მოღვაწეობას კრძალავს, მათ შორის, ტოკენების გაყიდვას, თუმცა ისინი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას აქტიურად უჭერენ მხარს. მართლაც, კომუნისტური პარტია სახელმწიფო აპარატებში ბლოკჩეინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მიესალმება, ხოლო ა.წ. აგვისტოში სტატიაც კი გამოაქვეყნა, რომელში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართ პარტიის წევრებისათვის და თანამდებობის პირებისათვის დამოკიდებულება განმარტა.
ასევე წაიკითხეთ
Bitfinex-მა და Poloniex-მა Bitcoin Cash-ის ფორკით ვაჭრობა დაიწყეს
Bitfinex-ის ბირჟამ Bitcoin Cash-ის განცალკევებული ქსელის ტოკენებისთვის ბაზრის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა. შესაბამისი ფორკი 15 ნოემბერსაა დაგეგმილი. ვაჭრობისთვის ტოკენები გამოშვებამდე ხელმისაწვდომია და მათ დოლარებთან და ბიტკოინებთან წყვილებში გვთავაზობენ (BAB/USD, BAB/BTC, BSV/USD და BSV/BTC). გასულ კვირაში Poloniex-მა ორი შემოთავაზებული ფორკით ვაჭრობა დაიწყო Bitcoin Cash – Bitcoin Cash ABC (BCHABC) და Bitcoin Cash SV (BCHSV).
Huobi-მ Bitcoin Cash АВС რეალურ ფორკად აღიარა
გასულ კვირას ჩატარებული ჰარდფორკის Bitcoin Cash (ВСН) შემდეგ, ძნელი იყო იმის განსაზღვრა თუ რომელი ფორკი დაიკავებს დომინანტის პოზიციებს. მსხივლმა ბირჟებმა შეწყვიტეს Bitcoin Cash-ით ვაჭრობა სანამ სპეციალისტები არ დადებენ სათანადო დასკვნას. მოლოდინის რეჟიმში მყოფებმა ВСН-ი ორ ახალ აქტივად გაყვეს.