ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
გუშინ Binance-მ საკუთარი მომხმარებლისთვის ახალი სერვისი აამოქმედა. ამიერიდან, Binance-ს აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას, Tripio-ს ერთიან პლატფორმაზე გადახდის ძირითადი საშუალების სახით Binance Coin-ის (BNB) გამოყენება შეუძლია.
Tripio ბლოკჩეინზე დაფუძნებული და მოგზაურობების დაჯავშნაზე ორიენტირებული პირველი პლატფორმაა. კომპანია სასტუმროების დასაჯავშნად ტურისტულ სერვის-პლატფორმას აქტიურად ანვითარებს. თავად პლატფორმა სმარტ-კონტაქტებს Ethereum ეფუძნება, რომელიც მატარებლების მართვის სერვისისთვის გამოიყენება.
ტურისტულ ოპერატორთან თანამშრომლობისგან სარგებელს რეიტინგული კრიპტოპლატფორმაც ნახულობს.
ბოლო დროის განმავლობაში Binance-ი აქტიურად ვითარდება. კომპანია ახალ ბაზრებს იპყრობს და BNB-ს ფიატურ ვალუტებთან კონკურენციის თაობაზე ჩანპენ ჩჟაოს განცხადების გამყარებას ინტენსიურად ცდილობს. შემოდგომის თვეების განმავლობაში Binance-მ აამოქმედა კრიპტოვალუტების ობიექტური რეიტინგი Info 2.0, დანერგა ახალი პროდუქტი Chainalysis KYT და სტებლკოინების ახალი ერთიანი ბაზრის შექმნა დააანონსა.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური ბირჟა CoinChek-ი XRP ტოკენებით ვაჭრობას აღადგენს
FInancial Magnets-ის მონაცემებით, ბირჟა CoinCheck-მა კლიენტებს აცნობა, რომ 2018 წლის იანვარის ჰაკერულ თავდასხმამდე არსებული ყველა კრიპტოვალუტის მხარდაჭერის აღდგენას აპირებს, რომელიც კომპანიას ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდა. სხვა საკითხებთან ერთად, მომხმარებლებს ისევ შეეძლებათ ჩარიცხონ, გაანაღდონ და გაყიდონ კომპანია Ripple-ს ალტკოინები - XRP და Facton (FCT).
Binance-ი ბირჟა WEX-თან დაკავშირებულ ყველა ანგარიშს ყინავს
Binance -მა საკამათო კრიპტოფლატფორმა World Exchange Services (WEX)-თან ირიბად დაკავშირებული ანგარიშები გაყინა. ETH-ის 93000 მონეტა ამ ბირჟაზე WEX-ის ცივი საფულიდან გადმოირიცხა. მომხმარებლები შიშობენ, რომ ეს თანხა სამუდამოდ არის დაკარგული.