Finance Magnets-ის ინფორმაციით Kraken-ი კერძო შეთავაზებას გეგმავს. ამერიკული კრიპტოვალუტური ბირჟა Kraken-ი შეძლებული ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზების ღონისძიების გატარებას განიხილავს.
ცოტა ხნის წინ კომპანია Kraken-მა საკუთარი აქციები $4 მილიარდად შეაფასა. FInance Magnates ინფორმაციით, მმართველობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეზღუდული რაოდენობის კლიენტებს დამატებითი აქტივების შეძენას სთავაზობს, რომლის მინიმალური საფასური $100 000 იქნება.
ინვესტორებისთვის გაგზავნილ ელექტრონული ფოსტის წერილში ნათქვამია:
ტრანზაქციების პროცესი გარე სერვისით გაკონტროლდება, რომელიც აკრედიტებული ინვესტორების შემოწმებასა და გადახდის დოკუმენტების გაფორმებას განახორციელებს.
მონაწილეებმა დაინტერესების შემთხვევაში 16 დეკემბრამდე უნდა განაცხადონ და წინასწარ გაიარონ დეტალური შემოწმება.
Kraken-ის წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს ვერ აკეთებს.
ამ მომენტისთვის, კომპანია ჩართულია სასამართლო პროცესში, სადაც ბრალი ედებათ, რომ მათი თანამშრომლები გარიგებაში იყვნენ ჩართულები, რათა Bitcoin Cash-ის ფორკზე კონტროლს დაუფლებოდნენ და 15 ნოემბრის ბლოკჩეინის გაყოფის შემდეგ "მისი ცენტრალიზების" მცდელობა ქონოდათ.
ჰეშ-ომი გრძელდება, კონკურენტები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებითა და შეურაცხყოფით იფარგლებიან. სასამართლო დავაში ასევე მონაწილეობენ Bitcoin.com-ის გენერალური დირექტორი და მისი თანადამფუძნებელი ჯიჰან ვუ.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
Coinbase-ი USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს
23 ოქტომბერს ყველაზე ცნობილმა კრიპტოვალუტურმა ბირჟამ Coinbase განაცხადა, რომ ის სთეიბლკოინ USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Coinbase-ის ყველა მომხმარებელი USDC-ით ოფიციალურ ვებ-საიტზე შეძლებს ვაჭრობას.
ტრანზაქციებზე თვალყურის დევნებისთვის Binance-ი ახალ ინსტრუმენტს ნერგავს
კრიპტოვალუტის 10 წლიანი იუბილეს მოახლოების მიუხედავად, სკეპტიკოსებში ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი აზრი, რომ მოცემული ტექნოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ფულის გათეთრების ციფრული საშუალებაა. უსამართლო ბრალდებების უარყოფის მიზნით, საკუთარი ტრანსკონტინენტალური ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის ბირჟა Binance-ი კრიპტოვალუტების შესწავლას - Chainalysis-ს შეუერთდა.