IOTA-ს ფონდის წარმომადგენლობა RIddle & Code-სთან თანამშრომლობის შესახებ შეტყობინება გაავრცელეს, რომლის მიზანიც IOTA Tangle-ზე “მანქანიდან მანქანაზე” ავტონომიური ტრანზაქციების განვითარებაა.
RIddle & Code-ს ინტეგრაცია IOT-ის მოწყობილობებში მონაცემების წყაროების ნდობას აფართოებს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებას IOT-ის ინფორმაციის საფუძველზე იძლევა. ასეთი შედეგის მისაღწევად ტექნოლოგია მხოლოდ იმ მონაცემთა წყაროს იყენებს, რომელთა სანდოობა დადასტურებულია.
დეველოპერების განცხადებით, Riddle&Code-ს მიკროჩიპი Secure Element-ი მთიანად არასანქცირებულია წვდომისგან, ასევე “ პირადი გასაღების უსაფრთხო შენახვის საშუალებას იძლევა, ნებისმიერ მოწყობილობაზე”.
კომპანიების თანამშრომლობა სენსორიდან ბლოკჩეინამდე ახალი გზის შექმნის შესაძლებობას გვაძლევს, რაც დღევანდელი ტექნოლოგიების, როგორიცაა ფიზიკურ პირებზე ადვილად კოპირებადი QR კოდების, ფუნქციონალურობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, ნდობის დამატებითი დონე ადამიანს საშუალებას აძლევს მანქანას უფრო მეტი ავტონომიურობა მიანიჭოს.
RIDDLE & CODE-ს დაფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ტომ ფუერსტნერმა განაცხადა:
"თანამედროვე ინდუსტრიალური სისტემები, ინფორმაციის შესანახად სანდო, მასშტაბურ და გამჭირვალე ეკოსისტემას ითხოვენ. ნებისმიერი IoT სენსორის ან მანქანის მიბმით, IOTA Tangles-სთან ჩვენი მიკროჩიპების გამოყენებით, ამ ამოცანას ვუმკლავდებით".
მასალების მიხედვით blokt.com
ასევე წაიკითხეთ
რევოლუციური ტოკენი გეიმერებს შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს
გამოჩნდა კრიპტოვალუტა, რომელსაც კომპიუტერული თამაშების მრავალმილიარდიანი სამყაროს გადატრიალება შეუძლია, გეიმერებისთვის ნამდვილი ფულის მიღების საშუალებით.
აზერბაიჯანი ბლოკჩეინს ითვისებს
გუშინ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში Lenovo Global Technology-ს წარმომადგენლობამ და Azintelecom-მა პირველი კორპორატიული ბლოკჩეინ-პლატფორმა წარადგინეს. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია Azerbaijan International Telecom-მი (AzInTelecom) ინფორმაციის ბლოკჩეინზე შენახვის სისტემაზე გადადის.