კინემატოგრაფიული კონტექტის შექმნისთვის, მსახიობი ჯონი დეპი არც ისე დიდი ხნის წინ ამოქმედებულ სოციალურ ბლოკჩეინ-პლატფორმასთან TaTaTu გაერთიანდა.
TaTaTu-ს და AMBI Media Group-ის თანადამფუძნებელ და მთავარ აღმასრულებელ დირექტორ ანდრეა იერვოლინოს და ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, რეჟისორს, პროდიუსერს და სცენარისტ ჯონი დეპს ახალი კინოფილმების პროდიუსირების და ციფრული კონტენტის შექმნის სერიოზული განზრახვა აქვთ
დეპი საკუთარ კინოსტუდიაში Infinitum Nihil აპირებს მუშაობის გაგრძელებას. იერვოლინო კი, რომელმაც ორიოდე თვის წინ საკუთარი სტუდია AMBI Media Group-ი აამუშავა, ახალ შესაძლებლობებს გამოიყენებს. მთავარი ის არის, რომ კონტენტის შექმნისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას პარტნიორები ტოკენებში Tatatu - TTU მიიღებენ. ტოკენსეილის წარმატებული დასრულების შემდეგ, ეს უკანასკნელი კრიპტობირჟებზე Liquid და HitBTC დიდი წარმატებით სარგებლობს.
პროექტის ავტორების ჩანაფიქრით, TTU ტოკენებს მომხმარებლები საკუთარი კონტენტის შემოთავაზებისთვის და ასევე სხვისი ვიდეორგოლების, ფილმების და სარეკლამო მასალების ყურებაში მიიღებენ.
ზაფხულში ჩატარებულმა TaTaTu-ს დახურულმა პრესეილმა, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გასართობი პლატფორმის მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. შედეგად, კომპანიამ 575 მლნ აშშ დოლარი მოაგროვა.
ამჟამად TaTaTu-ი Lamborghini-ის ისტორიაზე მუშაობს. ფილმში მონაწილეობას ჰოლივუდის ვარსკვლავები - ანტონიო ბანდერასი და ალეკ ბოლდუინი მიიღებენ. ამის გარდა, ფართო ეკრანებზე გამოსვლისთვის ორიგინალური დოკუმენტური ფილმი „ოსკარზე“ ორჯერ წარდგენილი ამერიკელი მსახიობის ჯერემი რენერის შესახებ ემზადება. თავის რიგს ჯიმი კევიზელის და მირა სორვინოს ერთობლივი ფილმიც „თავისუფლების ხმა“ ელოდება. არც ისე დიდი ხნის წინ კომპანიამ კინორეჟისორ უილიამ ფრიდკინის შესახებ დოკუმენტური ფილმიც შეიძინა.
დეპის და იერვოლინოს შემოქმედებითი კავშირი ისტორია სათავეს ფილმ „ბარბაროსების მოლოდინში“ მუშაობის პერიოდიდან იღებს. ჯონ მაქსველ კუტზეეს გახმაურებული წიგნის მიდევით ფილმის ეკრანიზირება დაწყება მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. პროცესში მონაწილეობას ჯონი დეპი, მარკ რილენსი და რობერტ პატისონი მიიღებენ.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონი დეპმა აღიარა, რომ თავისი ახალი პარტნიორის იდეებით აღტაცებულია და მასთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.
ასევე წაიკითხეთ
Telefonica IBM Blockchain-ის გამოყენებას დაიწყებს
ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefónica- კომპანია IMB-ს თანამშრომლობაზე მოელაპარაკა და მის ბლოკჩეინ-პლატფორმას თავისი ძირითადი ქსელური და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებს. კომპანიას ამგვარად გადაწყვეტილი აქვს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგისტრაციისა და ინფორმაციის პროცესის ოპტიმიზაცია.
NEO-მ ახალი სატესტო სერვერი nOS გაუშვა
გაშვება აპლიკაციის შემქმენელებს საკუთარი NEO dApp-ის პლატფორმაზე ატვირთვის საშუალებას მისცემს. ქსელ NEO-ს თავისთავად დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან მუშაობა შეუძლია, თუმცა nOS ამ შესაძლებლობებს აფართოვებს. nOS-ის ძირითად სამომხმარებლო ფუნქციას dApp (dApp Gateway)-სთვის განკუთვნილი რაბი წარმოადგენს, რომელიც აპლიკაციების მაღაზიის მსგავსად ფუნქციონირებს.